ჯანმრთელი კვება ცნობილი პროდუქტების უცნაური სახეობები 2013, 12 ივლისი, 0:06
სტატიაში წარმოდგენილი პროდუქტები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ ამჯერად გიჩვენებთ მათ ძალიან უცნაურ და უნიკალურ სახეობებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.
1. შავი ქათამი Silkie. გინახავთ ოდესმე შავკანიანი ქათამი? ალბათ არა. არადა ასეთიც არსებობს და მას Silkie ეწოდება. არავითარი გენეტიკური ჩარევა, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი ჯიშია. გარედან ღია ფერის ბუმბულით არის დაფარული, შავი ფერის კანი და ხორცი აქვს, ლურჯი ყურები და ბიბილო, თითო ფეხზე კი 5 თითი აქვს. კულინარიაში გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ქათმის ხორცი, გემოც ისეთივე აქვს. შავკანიანი ქათმების მოშენებას მისდევენ ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტაივანში კი იგი დელიკატესად ითვლება. 2. თეთრი მარწყვი Pineberry. ეს არის ჰიბრიდული ჯიში, რომელსაც თეთრი რბილობი და წითელი კურკები აქვს. ძალიან არომატულია და გემოთი ანანასს წააგავს. ამგვარი თეთრი მარწყვი პატარაა და 15-20 მმ-ს არ აღემატება. მას ძირითადად დესერტების გასაფორმებლად იყენებენ. 3. იასამნისფერი კარტოფილი. მას მუქი იასამნისფერი შეფერილობა აქვს როგორც გარედან, ასევე შიგნითაც. ჩვეულებრივი კარტოფილისგან განსხვავებული, თხილის მსგავსი გემო აქვს. გაცილებით ძვირი ღირს და დელიკატესად ითვლება. ამგვარი კარტოფილისგან ძალიან კარგი პიურე გამოდის, რომელიც ვიზუალურად განსაკუთრებით ხიბლავს ადამიანს. ასევე ძალიან ლამაზია გარნირად, სალათებში და შემწვარი. 4. ბრაზილიური ყურძნის ხე ანუ ჯაბოტიკაბა (jabuticaba). იზრდება ბრაზილიაში, არგენტინასა და პარაგვაიში. წვნიანი ყურძნის "კუმპლები"ცალ-ცალკე, პირდაპირ ხის ტანზე იზრდება და მუქი იისფერი სეფერილობა აქვს. მას ქლიავის მსგავსი გემო აქვს. იგი შეიძლება უმად მივირთვათ, ან კიდევ გავაკეთოთ ღვინო, წვენი, მურაბა და ა.შ. 1020 8-ს მოსწონს |
კარგია მომეწონა