x
image
natia.a
როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ფრი ცხიმის გარეშე - საოცარი რეცეპტი!
image
კარტოფილი ფრი უმრავლესობისთვის სწრაფი კვების რესტორნებთან ასოცირდება განსაკუთრებით მაკდონალდსთან. დიახ, ყველამ ვიცით, რომ ცხიმში შემწვარი კარტოფილი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ დაბრაწულ, გემრიელ კარტოფილებს გვერდს მაინც ვერ ვუვლით, განსაკუთრებით კი ბავშვებს მოწონთ. ნუთუ არ შეიძლება, კარტოფილი ფრის ცხიმის გარეშე მომზადება? დიახ! ქვემოთ სწორედ ამ ჯანსაღი ალტერნატივის რეცეტს გთავაზობთ.


ინგრედიენტები:


5-7 კარტოფილი


2 კვერცხის ცილა

მარილი

პილპილი


გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით კარტოფილი 1 სმ. სისქის ჩხირებად.


image

ოდნავ ათქვიფეთ ცილა და დაამატეთ მარილი და პილპილი.


image


კარტოფილი მოათავსეთ ჯამში, დაასხით ცილის მასა და კარგად აურიეთ ისე, რომ თითოეული კარტოფილი ცილით დაიფაროს.


image



გაახურეთ ღუმელი 200-220 გრადუსამდე. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დააწყვეთ კარტოფილი. შეწვით ღუმელში 8-10 წთ. შემდეგ მოაცილთ პერგამენტი და ისევ შედგით ღუმელში სანამ ოქროსფერი არ გახდება.


image


image



გამოიღეთ, გააგრილეთ და მიირთვით...


image



3
2974
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2974
  
2015, 2 ივლისი, 20:14
:)) მერე ჩვეც გაგვანდე გამოვა თუ არა;)
2015, 2 ივლისი, 17:18
მადლობა, უკვე კართოფილს ვთლი
2015, 2 ივლისი, 15:39
ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი საჭმელი.... გავაზიარეეე
0 1 3