x
image
natia.a
სასარგებლოა თუ არა დღის ძილი - ამის შემდეგ ძილისადმი დამოკიდებულებას სრულიად შეცვლით!

image


ადამიანთა უმრავლესობა მიჩვეულია ღამით ძილს, დღისით კი საქმის კეთებასა და გართობას. საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი იმის შესახებ, რომ თუ ადამიანს შუადღით დაძინება უყვარს, ის ან ზარმაცია, ან ავად არის, ან კიდევ სულელია, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს. მაგრამ ფიზიოლოგების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა - ადამიანს უნდა ეძინოს დღის მანძილზე არა ერთხელ არამედ მინიმუმ ორჯერ!



ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის სასარგებლო დღის ძილი და რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ მას.


დღის ძილი



image

მეცნიერებს მთელ მსოფლიოში არაერთი ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ადამიანის ძილის გამოსაკვლევად, რის შედეგადაც მივიდნენ ძალიან საინტერესო დასკვნებამდე: ჯანმრთელობისა და ფორმაში ყოფნისათვის ყველაზე ხელსაყრელი რეჟიმი არის დღის მანძილზე 2 საათიანი და ღამე 4 საათიანი ძილი. გასაგებია, რომ დრევანდელი ცხოვრების რიტმის პირობებში ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელია შუადღის ძილისთვის 2 საათის გამონახვა. ამიტომ, ოპტიმალური ვარიანტია ღამე 6-8 საათი ძილი და დღე 15 წუთიდან 1 საათამდე წათვლემა.
image

ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იგეგმება მუშაობის დროს თანამშრომლებისთვის წათვლემის მიზნით 20 წუთიანი შესვენების გამოყოფა. ასეთი მეთოდი შესამჩნევად ზრდის შრომის ნაყოფიერებას, რადაგნ დღის ძილი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

დღის ძილის სარგებელი


დღის ძილს შეუძლია გუნება-განწყობა გამოგიკეთოთ მთელი დღის მანძილზე. მას შეუძლია ორგანიზმში მკვეთრად გაზარდოს სეროტონინის დონე, რომელიც პასუხისმგებელია ბედნიერების შეგრძნებაზე. ეს საშუალებას მოგცემთ თავი იგრძნოთ უფრო მშვიდად და საკუთარ თავში დარწმუნებულად.

image

დამტკიცებულია, რომ დღის ძილი ზრდის ადამიანის მიერ მიღებული ინფორმაციის მართვის უნარს. თუ ძალიან დაძაბული დღე გაქვთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია ცოტა ხნით წათვლიმოთ. ასე უფრო უკეთ გააანალიზებთ სიტუაციას.

image

ორმოცწუთიანი დღის ძილის ეფექტი შეიძლება შევადაროთ 200 მკ. კოფეინის მოხმარებას. ძილი დაგეხმარებათ არა მხოლოდ გამოცოცხლებაში, არამედ, ასევე მასიმალურად გამოგაფხიზლებთ.

image

ცნობილია, რომ ლეონარდო და ვინჩის დღის მანძილზე რამდენჯერმე შეეძლო წათვლემა და ღამის ძილის მინიმუმამდე დაყვანა. შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ცხოვრების ამგვარი რიტმის წყალობით მკვეთრად იზრდება შემოქმედებითი პოტენციალი. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გრძნობების გამძაფრებას, რაც თავს იჩენს კარგად დასვენებულ ადამიანში.

image

დამტკიცებულია, რომ კარგი დასვენება ხელს უწყობს მეხსიერების გამძაფრებას. დღის მანძილზე დაძინების შემდეგ უკეთ დაიმახსოვრებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. თუ საშუალებას მისცემთ ორგანიზმს შუადღით რამდენიმე წუთით ჩათვლიმოს, გრძნობით აღქმას გაზრდით თითქმის იმდენადვე, რამდენადაც იზრდება მთელი ღამის ძილის შემდეგ. უკეთ განასხვავებთ ბგერებს, გემოს და ა. შ.


image

დღის ძილი გიცავთ სტრესისგან. თვლემა ორგანიზმს საშუალებას აძლევს გააქტიურდეს ზრდის ჰორმონები და მნიშვნელოვნად შემცირდეს კორტიზოლის დონე - ჰორმონის, რომელის უკავშირდება შფოთს, ზედმეტი წონის დაგროვებას და დიაბეტს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. რა ხდება, როცა სველი თმით ვწვებით - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


4. ქირურგის ამ წერილმა მსოფლიო შეძრა - აი, რა ხდება დღეს საავადმყოფოებში!

image



5. რატომ არის სახიფათო ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა - აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image


6. თუ თქვენ სააბაზანოს ღრუბელს ხმარობთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

image


7. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები!

image

0
2011
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2011
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0