სიახლეები ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას არ ჩაიდონოთ ეს საბედისწერო შეცდომა! - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 24 თებერვალი, 12:05
ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ უხერხული და უსიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხალხმრავალ ადგილას ან მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს იწყება. თავისთავად სისხლდენა დაავადება არ არის. ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია ფიზიკური ტრავმა, მაგალითად, ნესტოში თითის შეყოფა ან გარედან რაიმეს მოხვედრა.
გარდა ამისა, ცხვირიდან სისხლის დენა შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების, შედეგი, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, კოაგულოპათია, სხეულის მაღალი ტემპერატურა, მზის დარტყმა, წნევის უეცარი ცვლილება, ჰორმონული დარღვევები. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შევაჩეროთ სისხლდენა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ძალიან მარტივია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა უმეტესობამ არ იცის ცხვირიდან სისხლდენის სწორად შეჩერება. ცხვირიდან ხშირი სისხლდენა მოსახლეობის უმეტესობა ამ დროს არასწორად იქცევა, მთავარი ამოცანაა სისხლდენის შეჩერება და არა სისხლის უკან, ცხვირში დაბრუნება. როცა სისხლის ნაკადი ძლიერია, ყელიდან იგი ადვილად შეიძლება მოხვდეს კუჭში. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს. თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ სისხლი სასუნთქ გზებში მოხვდეს. ასე რომ, ძლიერი სისხლდენის დროს არასორი მოქმედების შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება გაიგუდოს კიდეც. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენის დროს თავის უკან გადაწევამ შეიძლება შოკური მდგომარობაც გამოიწვიოს, მაგალითად ბავშვებში. ამავე დროს, ასეთი მოქმედებით სისხლის სასუნთქ გზებში მოხვედრის შანსიც უფრო იზრდება. ამიტომ, სისხლიდენის დროს გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი შეჩერების სწორი მეთოდის გამოყენება. პირველადი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს - - მოხერხებულად დაჯექით და თავი ოდნავ წინ გადახარეთ და არა უკან. - ნაზად დააჭირეთ ცხვირის ძვლის ოდნავ დაბლა არსებულ ტბილ ქსოვილებს. ამგვარად, ზეწოლად მოახდენთ ნესტოების შიგნით მდებარე სისხლძარღვებზე. ნესტოებში შეიძლება მშრალი ან წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით დასველებული ბამბის ტამპონების შედება. არავითარ შემთხვევაში არ მოიხოცოთ ცხვირი, ეს სიატუაციას უფრო დაამძიმებს. - მიიდეთ რაიმე ცივი ცხვირის ძვალსა და კეფაზე 20 წუთით. ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად ექიმები გვირჩევენ ასევე ცხვირის სპრეის გამოყენებას, რადგან იგი კარგად ავიწროებს სისხლძარღვებს. მნიშვნელოვანია: თუ სისხლდენა გრძელდება 15 წუთზე მეტ ხანს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. წამლის გარეშე წნევის დაწევის ყველაზე ეფექტური ხერხი - ამით შეიძლება ადამიანი იხსნათ! 2. ადამიანთა უმეტესობა უნიტაზზე არასწორად ზის - ეს ძალიან საშიშია! 3. როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა მარტო ყოფნისას - ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ დროს სიკვდილს გადაგარჩენთ 4. ამ მეთოდით ადამიანს ინსულტის გადატანაში დაეხმარებით - ერთადერთი საგანი, რომლითაც სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლიათ! 5. შეცდომები, რომლებსაც პირველადი დახმარებისას ვუშვებთ - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 5971 6-ს მოსწონს
|