სხვა გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 1 მარტი, 14:59 ნაბახუსევი - ეს არის ორგანიზმის არასასიამოვნო, ხშირად მძიმე მდგომარეობა, რომელიც ალბათ ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს გამოცდილი. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი ხერხი იმისა, რომ ეს სინდრომი არ გამოსცადოთ, არის ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა. მაგრამ ხშირად "ორი ჭიქის" დალევის თავიდან აცილება შეუძლებელია, ან, უბრალოდ არ გვინდა. რა შეიძლება ამ დროს მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ დილით თავის ტკივილმადა ორგანიზმის "მოწამლულობის" შეგრძნებამ გასული საღამოს სიამოვნება არ ჩაგვაშხამოს? ალკოჰოლი ორგანიზმში კუჭიდან ხვდება, აქედან გამომდინარე, ნაბახუსევთან ბრძოლაც ამ ორგანოდან უნდა დაიწყოს. ბევრი ხალხური მეთოდი და ოფიციალური მედიცინაც რეკომენდაციას იძლევა, დალევის დაწყებამდე ცხმიანი საკვები მივიღოთ. ნაბახუსევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ასევე რძის გამოყენება. წვეულებაზე წასვლამდე საჭიროა რამდენიმე ჭიქა რძე დალიოთ და ორიოდე კოვზი ნატურალური თაფლი მიირთვათ. იგივე შეიძლება გაიმეოროთ წვეულების შემდეგაც, დასაძინებლად დაწოლამდე. რძე და თაფლი ხელს შეუწყობს ორგანიზმს ალკოჰოლის დაშლის პროდუქტებისგან თავის დაღწევაში. არსებობს კიდევ ერთი ეფექტური ხალხური მეთოდი - წვეულებაზე წასვლამდე მიიღოთ ასი გრამი არაყი ან კონიაკი. ალკოჰოლის ეს პორცია ორიოდე საათში აორთქლდება, ორგანზმი კი გარკვეულ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. მაგრამ ეს ხერხი ძალიან ინდივიდუალურია და ყველას არ შველის. ფარისებრი ჯირკვალი და მის მიერ გამომუშავებული ფერმენტები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების სწრაფ გამოდევნას. ამ ორგანოს მუშაობის სტიმულაციისთვის საჭიროა იოდის შემცველი პრეპარატების მიღება. მაგრამ ამგვარი საშუალებები ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. იოდის სემცველი პრეპარატების მიღება საჭიროა წვეულებაზე წასვლამდე ერთი ან ორი დღით ადრე. არსებობს კიდევ მთელი რიგი სამედიცინო პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია ნაბახუსევის თავიდან აცილებაში დახმარება. მაგალითად, ალკოჰოლის მიღებამდე ერთი დღით ადრე დალეული ასპირინი ხელს შეუწყობს ღვიძლის მუშაობის გაუმჯობესებას. წვეულებამდე 12 საათით ადრე შეიძლება ნაღველმდენი საშუალებების მიღება, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაუმკლავდნენ დიდი დოზით ალკოჰოლს. ბევრს ალბათ გაუგია ისეთი მეთოდის შესახებ, როგორიცაა "კორვალოლი ნაბახუსევისთვის". თუმცა ამ მეთოდის ეფექტურობა ძალიან საეჭვოა, რადგან თავად კორვალოლი ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ ზემოქმედებას, რამაც შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს ნაბახუსევი და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას პრობლემა შეუქმნას. გამოცდილ მეთოდად მიიჩნევა ალკოჰოლის დალევამდე ან დალევის შემდეგ გააქტიურებული ნახშირის მიღება. მიმი მირება საჭიროა სხეულის ყოველ 10 კგ-ზე 1 აბის დოზით. ნახშირი ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების შთანთქმას და ორგანიზმიდან მათ სწრაფ გამოდევნას. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყავას შეუძლია ამ 5 დაავადებისგან დაცვა - კვლევის გამაოგნებელი შედეგები! 2. რატომ ასხამენ სხვადასხვა სასმელს განსხვავებულ ჭიქებში - აუცილებლად გაითვალისწინეთ! 3. როგორ ებრძვიან ნაბახუსევს სხვადასხვა ქვეყანაში - გასაოცარი რეცეპტები! 4. თუ ტუალეტში გინდათ და ვერ შედიხართ, იფიქრეთ ამაზე... რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 5. ეს პოპულარული ტანსაცმელი მამაკაცებისთვის სახიფათოა - სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან! 4824 7-ს მოსწონს 1-ს არა
|