სხვა იცით რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე "გახსნილი ქილის" სიმბოლო? - გაითვალისწინეთ! 2017, 2 თებერვალი, 18:22 ![]() პროდუქტის იარლიყზე ალბათ ხშირად შეგინიშნავთ გახსნილი ქილის სიმბოლო. დაფიქრებულხართ რას უნდა ნიშნავდეს აღნიშნული ნიშანი? ეს არის ე.წ. PAO-ს (period-after-opening) სიმბოლო და აღნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მისი გახსნის მომენტიდან. ![]() მსგავსი სიმბოლო, როგორც წესი, გავხვდება კოსმეტიკის ნაწარმზე. გვერდით აწერია რიცხვი და ასო "М" — თვე. აღნიშნული ვადა მიუთითებს გამოყენებისათვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დროს, რომლის მანძილზე პროდუქტი მომხმარებელს ზიანს არ მოუტანს. მაგალითად, თუ პროდუქტზე დატანილია "12М" ეს ნიშნავს, რომ გახსნის მომენტიდან პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის მანძილზე. პროდუქტი უსაფრთხოა მხოლოდ ამ ვადაში. ასევე გაითვალისწინეთ: 1. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ? ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 11501 10-ს მოსწონს
|