x
image
natia.a
იცით რას ნიშნავს პროდუქტებზე ეს ნიშანი? - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!
ალბათ არაერთხელ შეგიმჩნევიათ პროდუქტის შეფუთვაზე მსგავსი ნიშანი და დაფიქრებულხართ კიდეც იმაზე, თუ რას აღნიშნავს იგი. სინამდვილეში ამ სიმბოლოებს, რომლებსაც ექშერის ნიშნებს უწოდებენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში. ექშერი არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც დაცულია შესაბამისი კანონმდებლობით.

image

ექშერი განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს ადასტურებს. ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მინიჭებული თავიათ პროდუქციაზე ამ ნიშნის დადების უფლება, სერიოზულ შემოწმებას გადიან ხარისხზე და პროდუქტის წარმოების წესებთან შესაბამისობაზე.

ექშერის მოთხოვნები - ეს არის მოთხოვნები წარმოებული პროდუქტისა და, შესაბამისად, ნედლეულის ხარისხისა და ე.წ. სიქაშრის* მიმართ. ამიტომ, ხაზი, რომელზეც იგეგმება ამგვარი პროდუქტის წარმოება, აუცილებლად საგულდაგულოდ იწმინდება ისე, რომ უმცირესი უცხო ნაწილაკის მოხვედრაც კი გამოირიცხოს (სუფთა წარმოება). თუ მოწყობილობის გაწმენდა ვერ ხერხდება - პროდუქტზე არ დაიდება აღნიშნული ნიშანი.


მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ექშერის პროდუქტებს ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.
image

ექშერის წესების მიხედვით, საკვები იყოფა 3 ტიპად: ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და "ნეიტრალური" საკვები, ე.წ. პარვე. ამ უკანასკნელში გამორიცხულია რძისა და ხორცის ინგრედიენტების შემცველობა.

ექშერის პროდუქციის წარმოებისა და სერტიფიკაციის ორგანიზაციები მრავლადაა. ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის U ან OU (Orthodox Union). მას შეიძლება შევხვდეთ Coca-Cola-ზე, Nestlé-ზე, Jim Beam-ზე, Heinz-სა და სხვა პროდუქტზე. აღნიშნული ნიშნის მარჯვნივ არსებული პატარა ასო მიუთითებს იმაზე, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება პროდუქტი: OU — არ შეიცავს რძისა და ხორცის ინგრედიენტებს, ანუ "ნეიტრალური", OU-D — რძის პროდუტი, OU-M (OU-Glatt) — შეიცავს ხორცს ან რძის ინგრედიენტებს, OU-F — თევზის ინგრედიენტებით.

მათ, ვისაც ალერგია აქვს ხორცსა თუ რძეზე, შეუძლიათ უშიშრად მიირთვან პროდუქტი, რომელზეც აღნიშნულია "ნეიტრალური" და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია.

image


ექშერზე ტექსტი, როგორც წესი, ივრითზე იბეჭდება, ხოლო ექშერის დადების უფლება მხოლოდ რაბინს აქვს.


ექშერის პროდუქტი შესანიშნავი იქნება მათთვის, ვინც დიეტაზეა, აქტიურად მისდევს სპორტს და საერთოდ, ვისაც სურს, რომ დარწმუნებული იყოს საკვების უმაღლეს ხარისხში.


* სიქაშრე ნიშნავს ქაშრუთის წესების (ებრაული კვების წესები) დაცულობას. თუმცა არაებრაელებისთვის ეს უბრალოდ ხარისხიანი საკვების ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. ფალსიფიცირებული მინერალური წყალი - როგორ გავარჩიოთ და რა ზიანი მოაქვს!

image


2. რა განსხვავებაა ყავის ამ ორ სახეობას შორის და როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა - გაითვალისწინეთ!

image


3. რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის და რომელია უფრო სასარგებლო

image


5. რა არის ხორცში, რომელსაც რესტორნებსა და მარკეტებში გვთავაზობენ - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

0
10164
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
10164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0