x
image
natia.a
საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image




ძალიან ხშირად, როცა რომელიმე დღესასწაული ან ღირსშესანიშნავი თარიღი კარზე მოგვიკაკუნებს ხოლმე და საჩუქრის შერჩევის დრო დგება, ჩიხში ვექცევით და არჩევანის გაკეთება საშინლად გვიჭირს. ძნელია იმის არჩევა, თუ რა ვაჩუქოთ, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა არ უნდა ვაჩუქოთ ახლობელ ადამიანს. დიახ, არსებობს საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება. არ გეგონოთ, რომ ამისათვის პასუხისგებაში მიგცემენ, უმაგრამ დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებული აზრის მიხედვით, ამგვარ საჩუქრებს უბედურება მოაქვს. ამიტომ მაინც ჯობია, თავი შევიკავოთ.

და მაინც, რომელი ნივთები და რატომ უნდა ამოვიღოთ სამუდამოდ სასაჩუქრე ჩამონათვალიდან?

პირველ რიგში აღნიშულ სიაში არის სარკე და საათი. სარკე ზოგადად მისტიურ საგნად ითვლება, რომელთანაც უამრავი საშიში ამბავია დაკავშირებული. ეს საგანი ადამიანს ენერგიასა და სილამაზეს ართმევს. ამიტომ მისი ჩუქებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარკე ძალიან ლამაზი იქნება.


image

ბევრისთვის იგივე უარყოფით ემოციასთან არის დაკავშირებული საათის ჩუქებაც. თუ ძველ თქმულებებს დავუჯერებთ, ორ ადამიანს შორის ურთიერთობა დასრულდება იმ დროს, როცა საათი გაჩერდება.
image
მესამე საგნად მოცემულ ჩამონათვალში არის საფულე. თუ მაინცდამაინც ამგვარი საჩუქრის გაკეთება გსურთ, ჩადეთ საფულეში რომელიმე მცირე კუპიურა ან მონეტა, რადგან ცარიელი საფულე სიღარიბისა და უფულობის სიმბოლოა.


image

ასევე არ ღირს კატების, ლეკვებისა თუ სხვა ცხოველების ჩუქება, ან კიდევ, მომავალ პატრონებს სიმბოლურად ცოტაოდენი ფული გამოართვით.
image

არც ინტიმური საჩუქრების ჩუქებაა კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ძალიან ახლოს არ ხართ. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გააღიზიანოს კოსმეტიკური საშუალებების ჩუქებამაც. ეს შეიძლება მიიღონ ისე, თითქოს მათ გარკვეულ ნაკლზე მიუთითებთ.
image
ბოლოს კი, ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ არ შეიძლება ნაჩუქარის გაჩუქება. უმჯობესია ნაჩუქარი თავად დაიტოვოთ და ყოველთვის გაგახსენოთ მჩუქებელი.

რაც მთავარია, სანამ საჩუქარს გადასცემთ, არ დაგავიწყდეთ მოაცილოთ მას ფასი.



ასევე გაითვალისწინეთ:


1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!)


2. როგორ ვაჯობოთ გამყიდველს - 4 რჩევა იმისთვის, რომ კონსულტანტმა არ მოგვატყუოს


3. 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ჩაცმულობა პროვინციულია - გაითვალისწინეთ!


4. როგორ ავიხდინოთ სურვილი წყლით სავსე ჭიქის გამოყენებით - უძველესი საოცარი მეთოდი!


5. რა არ უნდა გავაკეთოთ, დილით ადრე გაღვიძებისას?


6. რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს? - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!










0
12705
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12705
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0