x
image
alex999
რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს? - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

ბავშვებზე ძალიან მოქმედებს თქვენი სიტყვები, ამიტომ თითოეული სიტყვა კარგად უნდა გავაკონტროლოთ, რათა მომავალში ბავშვის ცხოვრებაზე ცუდად არ აისახოს. შესაძლოა ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, მაგრამ მათთვის ეს მნიშვნელოვანია.


ბრიტანელი, იაპონელი და შვეიცარიელი მეცნიერების ერთობლივი კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სიტყვები, რომელსაც ბავშვებს თითქმის ყოველდღიურად ვეუბნევით, შესაძლოა მათ ფსიქოლოგიაზე უარყოფითად იმოქმედოს. წარმოგიდგენთ ამ სიტყვებისგან შემდგარ წინადადებებს...

image




1. "თუ ამას გააკეთებ, მაშინ იცოდე ძალიან მეყვარები!"


image


მშობლებს შვილები ყველანაირი პირობის გარეშე უნდა უყვარდეთ. ასეთი უბრალო წინადადება -"თუ ამას გააკეთებ, მაშინ იცოდე ძალიან მეყვარები!" რომელიც ძალიან უდანაშაულოდ გამოიყურება, შესაძლოა თქვენ და თქვენს შვილს შორის უნდობლობა გამოიწვიოს. ასეთი მიმართვა ბავშვის ფისქოლოგიაზე ძლიერად მოქმედებს. ბავშვები ფიქრობენ, რომ თქვენ ისინი პირობების სანაცვლოდ გიყვართ!!!




2. "არაფრის მოსმენა არ მინდა!"


image


არის მომენტები, როდესაც ბავშვები საუბრის ტონს უწევენ, ან კიდევ რაიმეს ხმამაღლა გვეკითხებიან. ნუ დაუშლით! და არცერთ შემთხვევაში არ უთხრათ შემდეგი წინადადება - "არაფრის მოსმენა არ მინდა!". მსოფლიოდ ცნობილი მეცნიერები გვავალდებულებენ, რომ ბავშვების აზრებს ვცეთ პატივი და მოვუსმინოთ, ვუპასუხოთ მათ დასმულ კითხვებს. არ არის საჭირო გადამეტებული სიმკაცრე. ბავშვების ფსიქოლოგია განსხვავებულად მუშაობს, შესაძლოა იფიქრონ იმის შესახებ, რომ ისინი თქვენს ცხოვრებაში ზედმეტობას წარმოადგენენ.




3. "ისეთი ხარ, როგორიც დედაშენი და მამაშენია!"


image


ხშირად ხდება შემთხვევა, როდესაც მშობლები ბავშვს ტოვებენ ბებიასთან, პაპასთან, დეიდასთან, ბიძასთან ან მეზობელთან. ნუ ეტყვით ბავშვს შემდეგ სიტყვებს - "ისეთი ხარ, როგორიც დედაშენი და მამაშენია!" ეს მათ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ბავშვებს ჰგონიათ, რომ თქვენ მათ მშობლებს ემტერებით და ბავშვებს მშობლების გამო ამ მეთოდით სჯით. თუ ძალიან გაგაბრაზებთ ბავშვი, თავი მოთოკეთ და სიტყვებს აუცილებლად დაუკვირდით!




4. "თუ არ შეჭამ, ვერ გაიზრდები"


image

ეს პრობლემა თითქმის ყველა მშობელს აქვს, მაგრამ ბავშვს არ უნდა ვუთხრათ, რომ "თუ არ შეჭამ, ვერ გაიზრდები" -ეს წინადადება მათზე უარყოფითად მოქმედებს და ჭამის ხალისი უფრო ეკარგებათ. უკეთესია აუხსნათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების მნიშვნელობა.




5. "სხვისი შვილები..."


image


არასოდეს არ შეადაროთ თქვენი შვილები, სხვის შვილებს. ეს ფაქტი ბავშვების ფსიქოლოგიაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. თავის თანატოლებს მეტოქეებად მიიჩნევენ და არ უყურებენ მათ მეგობრის თვალით. დროთა განმავლობაში ფუჭდება ურთიერთობა. ამას მშობლები გვიან ხვდებიან, ხშირ შემთხვევაში ვერც კი ხვდებიან!




6. "მე რომ შენს ასაკში ვიყავი..."


image


ნუ შეადარებთ საკუთარ თავს, განვლილ ცოხვრებას ბავშვის ახლანდელ ცხოვრებასთან. მეცნიერთა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტი ბავშვებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ასეთი სიტყვების გამო, შესაძლოა ბავშვებმა მომავალ ცხოვრებაში საკუთარი ბედნიერების ფასად სხვები გააბედნიერონ, რადგან ისინი თქვენგან იღებენ მაგალითებს...




7. "იცოდე არ შემარცხვინო"


image


"იცოდე არ შემარცხვინო" -ამ წინადადებით, შესაძლოა ბავშვი დაარწმუნოთ ან გააჩუმოთ, მაგრამ ეს მათ ემოციებზე ძლიერ მოქმედებს. ბავშვებს ტვინში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ, დედა(მამა) არ შეარცხვინონ, არ გააკეთონ ისეთი რამ, რაც მათ გაბრაზებას გამოიწვევს. მეცნიერთა კვლევებმა ცხადყო, რომ ეს ფაქტი მომავალ რომანტიულ ცხოვრებაში უარყოფითად მოქმედებს!




იხილეთ ასევე:


1 - ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2 - 10 საინტერესო ფაქტი კარტოფილის შესახებ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3 - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები ჯანმრთელობისთვის!

4 - 10 ოქროს წესი - სიცივეში სწორად ვარჯიშისთვის!

5 - თუ თქვენ სააბაზანოს ღრუბელს ხმარობთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
1768
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1768
  
2016, 14 ნოემბერი, 15:35
:):):)
2016, 14 ნოემბერი, 13:03
ეს ფრაზები მეც მაღიზიანებს და არც არასოდეს გამომიყენებია. ნამდვილად გასათვალისწინებელი რჩევებია!
0 1 2