სხვა იცით ვინ იყვნენ სინამდვილეში მინიონები? 2016, 21 სექტემბერი, 11:10 მათ, ვისაც ნანახი აქვს პოპულარული ანიმაციური ფილმი "საზიზღარი მე"(ინგ. "Despicable Me") ან მისი გაგრძელება "საზიზღარი მე 2, " ნამდვილად ემახსოვრება მთავარი პერსონაჟის გრიუს პატარა საზრიანი დამხმარეები, რომლებსაც ის მინიონებს ეძახდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის სინამდვილეში ვინ იყვნენ ისინი. საფრანგეთში მე–XVI საუკუნეში მინიონებს უწოდებდნენ მაღალი კლასის წარმომადგენელთა ფავორიტებს, რომლებიც ასრულებდნენ მრჩევლების, დაცვის, ოფიციალური გარემოცვის, ზოგიერთ შემთხვევაში საყვარლის როლსაც კი. ხშირ შემთხვევაში მინიონის (ფრ. mignon — საყვარელი, მიმზიდველი) ბედი მისი მფარველის ხელში იყო. "ფავორიტები" თავიანთი პატრონების ნებისმიერ ახირებას ასრულებდნენ, ამიტომ სიტყვა "მინიონი" მალე სექსუალური აღვირახსნილობისა და მექრთამეობის სინონიმად იქცა. ყველაზე დიდ წარმატებას თავიანთ "მძიმე სამსახურში" მინიონებმა ანრი III ვალუას დროს მიაღწიეს – თავიანთი უხამსი გამოხტომებით, უგუნური საქციელითა და ურიცხვი ინტრიგებით სამეფო კარზე ყველაფერს თავდაყირა აყენებდნენ. მეფის ზოგიერთი ქვეშევდომი ამტკიცებდა, რომ ანრის ურთიერთობა ახალგაზრდა მინიონებთან მეგობრულზე მეტი იყო, თუმცა, ისტორიულ დოკუმენტებში ამის მტკიცებულება არ არსებობს, ამიტომ ეს შესაძლოა ბოროტი ჭორიც კი ყოფილილიყო. ანრი III და მინიონები
ამას გარდა, მინიონების ცხოვრებისა და ქცევის წესი საფუძვლად დაედო ალექსანდრე დიუმას რომანებს – "გრაფინია დე მონსორო, " "ორმოცდახუთი" და "ანრი III და მისი კარი." 517 13-ს მოსწონს
|