x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გინდათ, რომ კატის შესახებ უფრო მეტი იცოდეთ – საოცარი ფაქტები ამ ფუმფულა არსებაზე

მსოფლიო, პირობითად, შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ — ძაღლების და კატების მოყვარულებად. ეს უკანასკნელები კი იმიტომ უყვართ, რომ ძალიან ჭკვიანები, ფუმფულები, მომხიბვლელები და იდუმალებით მოცული არსებები არიან.

აქ წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს კატების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ.


image


ძუ კატა, უმეტეს შემთხვევაში, მემარჯვენეა, ხოლო ხვადი — ცაცია.


სამეცნიერო ხარისხის მფლობელების უმრავლესობა (ძაღლის პატრონებზე, 17 %-ით მეტი) კატის პატრონი არის.


კატას არ გააჩნია სიტკბოს შეგრძნების რეცეპტორები.


ითვლება, რომ კატის მფლობელი მამაკაცი, პირად ცხოვრებაშ უფრო ბედნიერია, ვიდრე ძაღლის მფლობელ ან ის, ცხოველი რომ არა ყავს.


imageკატის ტვინი ადამიანის ტვინის მსგავსია. მის ემოციებზე იგივე უბნები აგებს პასუხს, რაც ჩვენს შემთხვევაში.


კატები ადამიანებს იმიტომ ეხახუნებიან, რომ მათ, როგორც საკუთარ ტერიტორიას ნიშნავენ.



კატები პატრონის ინსულტის და ინფარქტის შესაძლო რისკს მესამედით ამცირებენ.


ძირითადად, კატის სოციალური IQ უფრო დაბალია, ვიდრე ძაღლის. მაგრამ, ისინი უფრო რთულ კოგნიტურ დავალებებს ასრულებენ, როდესაც ამის ინტერესი თავადაც აქვთ.


კატა ცხოვრების 70% ძილში ატარებს.


image

კატას, ხშირ შემთხვევაში, ლაკტოზის აუტანლობა აქვს და ამიტომ, რძეს ნუ მისცემთ!


კატებისთვის არც უმი თევზია სასარგებლო.


კატის კარების (დიდი ზომის ნახვრეტი, გასასვლელ კარში) გამოგონებას ი. ნიუტონს აწერენ და როგორც ამბობენ, მეცნოერმა თავის კარებს, ერთის ნაცვლად, ორი ნახვრეტი გაუკეთა: ერთი დიდი – კატისთვის, ხოლო მეორე, შედარებით პატარა, – კნუტისთვის.


კატის კრუტუნი, შეიძლება, თვითმკურნალობის ან სიამოვნების ნიშანი იყოს.


არსებობს კავშირი კატის კრუტუნსა და ძვლის შეხორცებას და კუნთის აღდგენას შორის. კატის კრუტუნი შეხორცებას აჩქარებს.



imageკატას 100-მდე განსხვავებული ხმის გამოცემა შეუძლია. ძაღლს — მხოლოდ 10-ს.


კატებს თავისი ტრადიციული «მიაუს» შეცვლა და ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ.


ყურადღების მისაქცევად და საჭმლის სათხოვნელად, ისინი ხშირად, ბავშვის ტირილის იმიტირებას მიმართავენ.


კატის ყურის მოძრაობაზე პასუხისმგებელი 20 კუნთია.



ყველაზე დიდი კატა — მეინ-კუნია. ამ ჯიშის კატის სიგრძე, შეიძლება, 1 მეტრამდე იყოს, ხოლო წონა — 6-9 კგ. ასეთი შთამბეჭდავი პარამეტრების მიუხედავად, ისინი ძალიან მოსიყვარულე და თვინიერი არსებები არიან.


image



ამჟამად, მსოფლიოში 500 მილიონამდე სახლის კატა ცხოვრობს. მათ შორის, ყველაზე მეტი, ერთ სულ მოსახლეზე — ავსტრალიაშია: იქ ყოველ 10 კაცზე, 9 კატა მოდის.


კატის მფლობელთა 1/3 თვლის, რომ ცხოველს მათი აზრების წაკითხვა შეუძლია.


კატა სახელად დასტი რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან სიცოცხლის მანძილზე, 420 კნუტი გააჩინა.


ზრდასრულ კატას 30 კბილი აქვს. კნუტს — 26, რომელსაც 6 თვის ასაკიდანამდე იცვლის.



image15 წლის მანძილზე ქ. ტალკიტნის (ალასკის შტატი, აშშ) მერი წითური კატა, სახელად სტაბსი იყო. მისმა პატრონმა კატა მერობის კანდიდატად, ხუმრობით დაარეგისტრირა. მაგრამ, იმის გამო, რომ მოსახლეობას (სულ 900 კაცი) არცერთი კანდიდატი არ მოსწონდა, ყველამ კატას მისცა ხმა. თავიდან არჩევნების შედეგი სხვა კანდიდატებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ შემდეგ, შეთანხმდნენ და ტურისტების მიზიდვის მიზნით, კატა თანამდებობაზე დატოვეს... და უფრო მეტიც, მომდევნო არჩევნებზე, ხელახლა აირჩიეს.


აბრაამ ლინკოლნს თეთრ სახლში 4 კატა ჰყავდა.



«კონკიას» იტალიური ვერსიის ორიგინალში, გოგონას ნათლია, კატა არის.



შოტლანდიაში კატას, სახელად ტაუზერს, ძეგლი დაუდგეს, რადგან თავისი ცხოვრების მანძილზე, თითქმის, 30 ათასი თაგვი დაიჭირა.



შუა შაუკუნეებბის ევროპაში, კატა შავ მაგიასთან ასოცირდებოდა და წმინდა იოანეს დღეს, კატებს კოცონზე წვწვდნენ.


ჩრდ. ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში, შავი კატა ცუდი ნიშანია, ხოლო დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში, პირიქით – იღბალს ნიშნავს.



კატის ხშირი ლოკვა, მხოლოდ მისი სისუფთავის მოყვარულობით არ აიხსნება. საქმე იმაშია, რომ ასეთი მოქმედებით, კატა ბეწვიდან მისთვის საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს იღებს, რომელიც B ვიტამინს შეიცავს, რაც მისი ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. კატას თუ ლოკვის საშუალებას არ მივცემთ, ის ნერვიული გახდება და შეიძლება, სტრესისგან დაიღუპოს კიდეც.



image


კატის ცხვირის ზედაპირი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი.



თუ კატა თავის კუკებს ქვიშას არ აყრის, ე. ი. მას თქვენი არ ეშინია.



ჩვეულებრივ, კატას წინა თათებზე 5 თითი აქვს და 4 უკანაზე – თუ ის მრავალთითიანი არ არის.



ზოგიერთი კატა ანომალიით, ზედმეტი თითებით იბადება და მას «ჰემინგუეის კატას» ეძახიან, რადგან მწერალი კატების დიდი მოყვარული იყო.


imageკატას როგორც კი ხელს გაუშვებთ, მაშინვე ლოკვას იწყებს, რომ თქვენი სუნი მოიცილოს.



ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, კატა მაშინ შეიქმნა, როდესაც ნოეს კიდობანზე მყოფმა ლომმა დააცემინა... და სწორედ მაშინ, მის პირიდან 2 კნუტი გადმოვარდა.



ძველ ეგვიპტეში, როდესაც სახლში კატა კვდებოდა, ოჯახის წევრები წარბებს იპარსავდნენ და გლოვობდნე.



კატის ულვაში მისი სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მეშვეობით ცხოველი არკვევს, შეძლებს, თუ არა, ამა თუ იმ ხვრელში შეძვრომას. მისი ულვაშის სიგრძე, თავის და სხეულის სიგანეს ემთხვევა და კატამ ამის შესახებ იცის.


კატას თუ სცხელა, ოფლი მხოლოდ თათების ბალიშებიდან გამოსდის.


ნაყარებს შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი 19 კნუტი იყო, რომლიდანაც 15 გადარჩა.


image

სახლის კატები უსაინ ბოლტზე (100 მ. 9, 58 წმ) სწრაფად დარბიან.


კატა პატრონის ხმას ყოველთვის ცნობს, მაგრამ იგნორირება ურჩევნია.



ბრჭყალების ფორმოს გამო, კატას ხიდან თავდაღმა ჩამოსვლა არ შეუძლია. ამიტომ, ის ყოველთვის უკუსვლით ჩამოდის.



კატა სიბნელეში ადამიანზე უკეთესად ხედავს, მაგრამ ფერებს ცუდად აღიქვამს.



imageკატას, სახლში მისასვლელად, დიდი მანძილის გავლა შეუძლია.



ეგვიპტურად კატას — მაუ ჰქვია.



მსოფლიოში არსებობენ კატები, რომლებიც 200 მეტრზე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდნენ და გადარჩნენ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კატა ნებისმიერი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში გადარჩება. უფრო მეტიც, შეიძლება გადარჩეს მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, მაგრამ II-IV სართულიდან გადმოვარდნისას დაიღუპოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა მას მიწაზე დასახტომად მომზადების დრო და რამდენად არის ამისთვის მობილიზებული.


კატას ათასჯერ მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე iPad-ს.


ისინი მართლაც რომ მაგარი ქმნილებები არიან.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. 5 ცნობილი ადამიანის იდუმალებით მოცული გარდაცვალება
2. ვინ არის ფილმის - «ცხოვრება მშვენიერია» პატარა გმირის პროტოტიპი და სინამდვილეში როგორ ემალებოდა 3 წლის ბავშვი ფაშისტებს
3. ძველი ცივილიზაციების დღიურები
4. შემთხვევითობა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა

5. ჩვილებს დამაწყნარებლებს აძლევდნენ და ტომრებით ნაგავს აყოლებდნენ – გეტოში გადარჩენილი ბავშვების ისტორია

6. საშინელების ნამსხვრევები — ის, რაც გულაგის ბანაკებიდან დარჩა


5
632
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
632
  
2020, 6 ოქტომბერი, 14:43
უი, მეორე ლალისთვის უნდა მეპასუხაა :-)
2020, 6 ოქტომბერი, 14:42
მადლობა შემოთავაზებისთვის :-)...საახლში გვიან შევდივართ მე და ჩემი ქმარი (თან ეზიზღება მას კატა)...მეზობლის ეზოს კატას ვეცაცუნებიხოლმე :-)...სახლში 2 ზაზუნა მყავს :-)....
2020, 6 ოქტომბერი, 14:38
ვგიჟდები
2020, 6 ოქტომბერი, 14:37
თუ გინდა, კნუტს გაჩუქებ
2020, 6 ოქტომბერი, 10:48
კატებზე ვგიჟდები. ახლა რაც გავიგე, უფრო შემიყვარდნენ და უფრო დავაფასე.....უზომოდ მიყვარაააან :-)
0 1 5