x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რას და როგორ ხედავენ ცხოველები?
image


ალბათ, ბევრს გაუგია იმის შესახებ, რომ ძაღლები ყველა ღია ფერს თეთრად აღიქვამენ, ხოლო მუქს – შავად, რომ ღამურები საერთოდ ვერაფერს ხედავენ, ხოლო ბუ – მხოლოდ ღამე ხედავს... მაგრამ ეს სიმართლე არ არის!

სინამდვილეში:

ბუ დღეც კარგად ხედავს, მაგრამ ღამე, – ბევრად უკეთესად;

ღამურებს თვალებიც აქვთ და კარგი მხედველობაც. მაგრამ ისინი, ისევე როგორც ძუძუმწოვრების უმრავლესობა და მათ შორის ჩვენც, მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელიებს აქვთ). ნადირობით კი, მხოლოდ ღამე ნადირობენ. სწორედ მაშინ იყენებენ ისინი ექოლოკაციას და ირგვლივ არსებული საგნების მდებარეობას ბიოსონორებით აღიქვამენ. ამიტომ, აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები ბრმები არიან, მცდარია.

ძაღლები ყველა ფერს ვერ ხედავენ, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. თუმცა, არც შავ-თეთრი მხედველობა აქვთ;

ადამიანს ფერის აღქმის 3 სახის რეცეპტორი აქვს, ძაღლს – მხოლოდ 2. ძაღლები წითელ ფერს ვერ აღიქვამენ. მაგრამ, იმაზე უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე შავი და თეთრი ფერებია. მათი მხედველობისთვის მისაწვდომი ფერთა სპექტრი ასეთია: მუქი ლურჯიდან – ცისფრამდე, ცისფრიდან – ნაცრისფრამდე, ნაცრისფრიდან – ღია ყვითლამდე, ღია ყვითლიდან – მუქ ყვითლამდე.

imageრაც შეეხება კატებს, მათ უფრო გაუმართლათ, რადგან ლურჯი და ყვითელი ფერის გარდა, მწვანეს და იისფერ ფერსაც ხედავენ. მაგრამ ვერ აღიქვამენ წითელ და ყავისფერ ფერებს. რადგან კატა ღამის მტაცებელია, ის შებინდებისას უკეთესად ხედავს. კატებს სინათლის კლებასთან ერთად, თვალის გუგები უფართოვდებათ და ბოლოს სრულად ეხსნებათ (შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ: თვალები მოჭუტეთ და ნახავთ, რომ გამოსახულება ბუნდოვანი იქნება, ხოლო ფერები მქრქალი). მზის შუქზე, კატების თვალის გუგები მხოლოდ 45%-ზე არის გახსნილი. ცუდი განათების პირობებში, ეს ცხოველები ყველა ფერს ნაცრისფრად ხედავენ, მაგრამ ამ ფერის 25-მდე ტონალობას არჩევენ. გარდა ამისა, კატები ყველაზე კარგად იმ საგნებს ხედავენ, რომლებიც მათგან 2-6 მეტრის დიაპაზონში მდებარეობს. რაც უფრო ახლოს არის ნივთი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება ის მათთვის. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კატებს უკეთესი პერიფერიული მხედველობა აქვთ, ვიდრე ჩვენ. თუ ჩვენთვის აღნიშნული მაჩვენებელი 180°-ია, კატისთვის ის – 200° ტოლია.


imageimage

imageთუმცა, ყველაფერი შედარებითია: თუ ვიტყვით, რომ ძაღლები დალტონიკები არიან, მაშინ რა უნდა ვთქვათ კალმარზე, რომელიც მხოლოდ ლურჯ ფერს აღიქვამს?

ფერის სპექტრი, რომელიც ადამიანის თვალისთვის არის მისაწვდომი, ჩვენ ნორმად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ ამ სპექტრს ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩვენც ბუნებაში არსებული ფერების მხოლოდ ნაწილის დანახვა შეგვიძლია.

ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვადასხვა ტიპები, მათი ტალღების სიგრძით და სიხშირით ფასდება. მაგ., რენტგენის სხივების უმრავლესობის ტალღის სიგრძე 0, 01 -დან – 10-მდე ნანომეტრია (nm). ხოლო, ტალღების სიგრძე (ხილული სინათლე ან ხილული სპექტრი), რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს, 400-დან – 700-მდე nm დიაპაზონს შეადგენს და ყველა დანარჩენი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ამ დიაპაზონის მიღმა რჩება, ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. თუმცა, ტალღების სიგრძე, რომლელც ჩვენი ხილვადობის მიღმა რჩება, მისაწვდომია ზოგიერთი ცხოველის მხედველობისთვის. მაგ., ულტრაიისფერი გამოსხივება (10-400 nm) მისაწვდომია თევზის ბევრი სახეობის და მწერების მხედველობისთვის. ხოლო, ინფრაწითელს (700-1000 nm) – გველების უმრავლესობა ხედავს.

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანს ფერის აღქმის სამი სახის რეცეპტორი აქვს. მაგრამ, პეპლების ზოგიერთ სახეობას აქვს 5 რეცეპტორი. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტ ფერს ხედავენ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ და მათთვის ეს სამყარო ბევრად უფრო ფერადოვანია, ვიდრე ჩვენთვის.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

მითები ცხოველებზე

მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ


100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ



0
803
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0