საბუნებისმეტყველო მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ უთვალთვალებენ კატები საკუთარ პატრონებს? – უცნაური ფაქტი კატების შესახებ 12 ნოემბერი, 9:06 უხსოვარი დროიდან, კატები იდუმალი და საიდუმლო აურით არიან გარემოცულნი და ძაღლებისგან განსხვავებით, რომელთა ემოციები და განზრახვა, როგორც წესი, ადვილად გამოსაცნობია, კატების ქცევა, ხშირ შემთხვევაში, გაუგებარი და არაპროგნოზირებადია. ეს არსებები, საუკუნეების მანძილზე, ადამიანებს, მათზე მითების და ლეგენდების შექმნას შთააგონებდნენ, რომლებშიც კატები ზებუნებრივი შესაძლებლობებითა და მისტიკური თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. თუმცა, ამ ბეწვიანი საიდუმლოების ნიღბის მიღმა, კატებსა და მათ პატრონებს შორის, საოცარი სიღრმის სოციალური კავშირები იმალება. ახალმა კვლევამ კატების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქცევით მახასიათებელს – მათ სურვილს, თვალყური ადევნონ საკუთარ ადამიანურ კომპონენტებს, ნათელი მოჰფინა. აქ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რატომ გვითვალთვალებენ ასე დაჟინებით, ჩვენი ოჯახის ფუმფულა წევრები. კიოტოს უნივერსიტეტის კვლევა კიოტოს უნივერსიტეტის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ კატები, გულწრფელ ინტერეს იჩენენ პატრონებისადმი და ყურადღებით აკვირდებიან მათ გადაადგილებას, ჟურნალ PLOS One–ში გამოქვეყნდა. კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ის იყო, რომ კატები არა მხოლოდ ამჩნევენ, თუ რომელ ოთახებში მოძრაობენ მათი პატრონები, არამედ, ერთგვარ, "მარშრუტის რუკას" ქმნიან, მათი სახლში გადაადგილების შესახებ. დროთა განმავლობაში, კატებს უვითარდებათ გარკვეული მოლოდინები, იმის შესახებ, თუ რა თანმიმდევრობით მოძრაობენ ადამიანები და სად შეიძლება წავიდნენ (მაგ., დილით რომ სამზარეულოში არიან, ხოლო საღამოს – ტელევიზორთან) კატა აკონტროლებს პატრონის გადაადგილებას ამრიგად კატები, სმენის და ვიზუალური სიგნალების მთელ კომპლექსს იყენებენ, რომ პატრონების მოძრაობას თვალყური ადევნონ. ხოლო შემდეგ, მათი ჩვეული ქცევის მიხედვით, ერთგვარ, "მენტალურ რუკას" აყალიბებენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კატისთვის – ექსპერიმენტების შედეგები იმის გასაგებად, თუ რაში სჭირდებათ კატებს პატრონისთვის თვალყურის დევნება, მათი პატრონის ხმის აუდიო ჩანაწერების გამოყენებით, მეცნიერებმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს. კვლევის დროს კატებს ასმენინებდნენ ჩანაწერებს, რა დროსაც იმიტირებული იყო, პატრონის სახლის სხვადასხვა ოთახში ყოფნა. შედეგი კი, მეტად თვალსაჩინო აღმოჩნდა: როდესაც პატრონის ხმა, მოულოდნელი მიმართულებიდან გაისმა, რომელიც არ ემთხვეოდა მის ჩვეულ მოძრაობას, კატებმა დაბნეულობის და გაკვირვების აშკარა ნიშნები გამოავლინეს. მათი ქცევა იმაზე მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა, პატრონის ადგილმდებარეობის შესახებ, ცხოველის გონებაში ჩამოყალიბებული მოლოდინების დარღვევას. ამ ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა, რომ კატები მხოლოდ პასიურად კი არ აღრიცხავენ თავიანთი მფლობელების მოძრაობას, არამედ აქტიურად ცდილობენ აკონტროლონ, მათი ადგილსამყოფელი. "ნავიგაციის" ეს უნარი, მეცნიერთა აზრით, კატების ცხოვრებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შედეგების მნიშვნელოვნება კატების სურვილს, ყოველთვის იცოდნენ, სად არის მათი პატრონი, ღრმა ევოლუციური ფესვები აქვს. ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის, კატებს, თავიანთ სოციალურ ჯგუფთან, მჭიდრო კავშირები სჭირდებოდათ, რათა თავი მტაცებლებისგან და სხვა საფრთხეებისგან დაეცვათ. "ჯოგის" ადგილმდებარეობის ცოდნის მოთხოვნილება, მათ დღემდე შეინარჩუნეს და პატრონს ისინი, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილად აღიქვამენ. გარდა ამისა, ადამიანის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება, კატას საშუალებას აძლევს, რომ წინასწარ განსაზღვროს პატრონის შემდეგი ქმედება და დროულად მიიღოს ისეთი რესურსები, როგორიც საკვები, ან ყურადღებაა. ასე, რომ, ეს ქცევითი თვისება, კატებისთვის მხოლოდ სარგებელო კი არ არის, არამედ პატრონებთან, მათ კავშირსაც აძლიერებს. ამრიგად, აღნიშნული კვლევის შედეგები უარყოფს, გავრცელებულ მითს კატების ეგოისტური და გულგრილი ბუნების შესახებ. როგორც დამტკიცდა, ეს ცხოველები დიდ ინტერესს ავლენენ ადამიანების მიმართ და მათთან მჭიდრო სოციალური კავშირების შენარჩუნების სურვილს ავლენენ. კატები, შეიძლება, დამოუკიდებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში, მათ ისევე სჭირდებათ ურთიერთობა ადამიანებთან, როგორც ძაღლებს. არხის სხვა სიახლეები:* სად გაქრა XIX ს. აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულება, გიგანტების არსებობის შესახებ?* ქუჩის ხელოვნების 30 შთამბეჭდავი მაგალითი, ურბანული ობიექტების გამოყენებით* რა ერქვა სინამდვილეში იესო ქრისტეს?* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას412 2-ს მოსწონს
|