საბუნებისმეტყველო საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ 2016, 9 იანვარი, 9:23 1. ოთახის ბუზი 14 დღე ცოცხლობს. 2. სირაქლემას ცხენზე სწრაფად შეუძლია სირბილი. 60-70 კმ/სთ, რაც ცხენისთვის სირბილი არის, სირაქლემისთვის უბრალო გასეირნებაა. ისინი სირბილის დროს 80-90 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ, ხოლო რეკორდი 92კმ/სთ-ია. 3. ღამურა – ერთადერთი ძუძუმწოვარი არის, რომელსაც ფრენა შეუძლია. 4. კენგურუ კუდს წონასწორობის დასაცავად იყენებს. თუ კუდს ჰაერში აუწევენ, ის გადახტომას ვეღარ შეძლებს. 5. სტატისტიკის მიხედვით, მიწის 1 ჰექტარზე 100 000 ობობა მოდის. 6. ვეფხვის ზოლები უნიკალურია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. 7. ნიანგის ყველაზე სუსტი ადგილი თვალი არის. იმ შემთხვევაში, თუ ის თავს დაესხა ადამიანს და კბენს, საკმარისია თვალზე დაჭერა და მაშინვე უკან იხევს. 8. რწყილები, თავიაანთ ზომასთან შედარებით, 200-ჯერ მაღლა ხტებიან. ეს იგივეა, ადამიანი რომ ახტეს 500 მ-ზე. 9. კატას თითოეულ ყურში 32 კუნთი აქვს. 10. სპილოს წყლის შეგრძნება 5 კმ-ს მანძილზე შეუძლია. 11. კოალას ყველაზე შეზღუდული მენიუ აქვს. ის მხოლოდ ევკალიპტის ფოთლებით იკვებება. 12. თახვი ხეებს რომ არ ღრღნიდეს და კბილებს არ იქლიბავდეს, მაშინ მას კბილები, ტვინს გაუხვრეტდა. 13. სტატისტიკურად, ყოველ ადამიანზე, 1 მილიონი ჭიანჭველა მოდის. 14. ხამანწკები სქესს იმის მიხედვით იცვლიან, რომელი სქესიც უკეთესია, იმ მომენტში, შეჯვარებისთვის. 15. პეპელას თვალში 1000-ზე მეტი ლინზა აქვს. 16. ხვლიკს მოწყვეტილი კუდი ეზრდება, ხოლო ლოკოკინას – თვალი. 17. კუების გარჩევა ხმით შეიძლება: მამლები ღრუტუნებენ, დედლები სისინებენ. 18. ჟირაფს ხმის იოგები არ აქვს. 19. ტყეებში, ყოველი მეათე ხე ციყვების დარგული არის (უფრო სწორედ, დათესილი). ისინი ხის ნაყოფს აქეთ-იქით მალავენ, მერე კი ავიწყდებათ ადგილი. 20. კუზიანი ვეშაპი ყველაზე ხმამაღალ ბგერებს გამოსცემს დედამიწაზე. 21. ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი ისეთივე განუმეორებელია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. 22. ზღვის ცხენის გადაადგილების სიჩქარე 0.01 კმ/სთ-ია. 23. ღორებს აქვთ საკუთარი ენა. მეცნიერებმა დაადგინეს 20 სტანდარტული ბგერა, რომლითაც ისინი სურვილებს და ემოციებს გამოხატავენ. 24. ფრანგული პუდელი, სინამდვილეში გერმანულია. 25. კოლიბრი — ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან-უკან ფრენა შეუძლია. 26. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, შემდეგ კი შიმშილით კვდება. 27. კოალა თავის შვილს ძილშიც კი იცავს. 28. ლეკვები ადამიანს სახეს იმიტომ ულოკავენ, რომ საჭმელს ეძებენ. 29. ყველაზე დიდი ხოჭო დედამიწაზე, ხოჭო გოლიათია (ლათ. Goliathus). მისი სიგრძე 11 სმ. შეიძლება იყოს. 30. ლოკოკინას შეუძლია დანის ბასრ პირზე ისე გაცურდეს, რომ არ დაიჭრას. მას ხიფათისგან ნერწყვი იცავს, რომელსაც სრიალის დროს გამოყოფს. 1421 11-ს მოსწონს
|