სხვა რატომ არ არის ბიბლიაში ნახსენები კატა? და პასუხები სხვა უცნაურ კითხვებზე 19 მარტი, 12:55 მაშ, ასე, როგორც ცნობილია, ისლამში რწმენის ხარისხი, კატის სიყვარულით განისაზღვრება, რადგან ეს ცხოველი ყურანში არის მოხსენიებული და ის ამ რელიგიაში, წმინდა ცხოველად ითვლება. მაგრამ, ბიბლიაში, ის ნახსენებიც კი არ არის... და ალბათ, ამაზე ბევრს უფიქრია. პასუხი კი ასეთია: ეს შესაძლოა, ებრაელი ხალხის ისტორიასთან იყოს კავშირში. ისინი ეგვიპტეში იყვნენ მონობაში. ხოლო, ეგვიპტელები, თავის მხრივ, კატებს აღმერთებდნენ და ამ ცხოველს., ადამიანზე მეტი ფასიც კი ჰქონდა — ეს წარმართული ღირებულებები, ალბათ, ებრაელებისთვის გაუგებარი იყო. გარდა ამისა, ყველა შინაური ცხოველის აღწერა, ბიბლიაში გამიზნული არ იყო: ისინი მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების კონტექსტებში, იგავებსა, ან მსხვერპლშეწირვის აღწერაშია მოხსენიებული. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატები ბიბლიიდან, რაღაც იდეოლოგიური მიზეზების გამო ყოფილიყვნენ "განდევნილნი". მართალია, რომ ბანანი მარკეტიდან, ნამდვილი არ არის? იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ რატომ არა აქვს ბანანს კურკა? ამ კითხვაზე პასუხიც ეს არის — ჩვენთან გასაყიდად გამოტანილი ნებისმიერი ბანანი, ხელოვნური მუტანტია, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი. ნამდვილი ბანანი კი, თესლით არის მოყვანილი. გომბეშო ორსულობის ტესტი იყო? XX საუკუნის შუა ხანებამდე, ევროპაში, ორსულობის დასადგენად, შარდს სპეციალურ ლაბორატორიაში აგზავნიდნენ და ეს ბიომასალა მამრი გომბეშოს ორგანიზმში შეჰყავდათ: თუ ქალი ფეხმძიმედ იყო, გომბეშო სპერმას გამოყოფდა. იგივე გომბეშოზე, ტესტის ხელმეორედ ჩატარება 1 კვირის შემდეგ შეიძლებოდა. მართალია, რომ ფუტკარს ნაღმის აღმოჩენა შეუძლია? აქამდე ცნობილი იყო ფაქტი, რომ გაწვრთნილ ფუტკარს, სიმსივნის აღმოჩენა, ადამიანის ამოსუნთქული ჰაერის სუნით შეუძლია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა აქვს. ფუტკრის ეს უნარი ბრიტანელმა სპეციალისტებმა გამოიყენეს და ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნის უნიკალური მეთოდს მიაგნეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრების მიერ, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ალბათობა 100%-იანია. ხოლო ძაღლი, ამ ნივთიერებას, ათიდან ცხრა შემთხვევაში პოულობს. როგორ გაჩნდა ქუსლიანი ფეხსაცმელი? ქუსლიანი ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ძველ სპარსეთში გამოიგონეს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ იქაურ წყაროებში არის ის პირველად მოხსენიებული. ირკვევა, რომ ჯერ კიდევ X საუკუნეში, ასეთ ფეხსაცმელს სპარსელი მხედრები, მშვილდის სროლის დროს, წონასწორობის შესანარჩუნებლად იყენებდნენ. არხის სხვა სიახლეები:* უცნაური და საოცარი ისტორიული ფაქტები* შემთხვევით არავის ვხვდებით – 3 სახის არამიწიერი კავშირი* საჭირო მომენტში გადაღებული სახალისო ფოტოები* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?
856 2-ს მოსწონს
|