x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 დაუჯერებლად დიდი ჯიშის ცხოველის ფოტო
image


ითვლება, რომ ადამიანები ცხოველებზე ბევრად აღმატებულები ვართ, რადგან ჩვენ უმაღლესი გონებრივი შესაძლებლობები გვაქვს, ვიყენებთ რთულ სიმბოლურ ენას და ასევე, გვაქვს მორალი და თვითშეგნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ცხოველებსაც შეუძლიათ გვაჯობონ, თავიანთი უნიკალური მახასიათებლებით. მაგ., ღამურას, სრულ სიბნელეში, ორიენტირება და ნადირობა, ხოლო ხოჭოს, საკუთარ მასაზე, 850–ჯერ მეტი წონის ტვირთის გადატანა შეუძლია.

იმის შესახსენებლად, თუ რამდენად აღმატებული შეიძლება იყოს ბუნება, ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების 20 ფოტოს გთავაზობთ:


ეს "კეფირია" – მეინ კუნის ჯიშის კატა image


მამრი მეინ კუნი 6–7 კგ–ს იწონის (მდედრი უფრო ნაკლებს). ხოლო, კასტრირებული – 15 კგ–ც შეიძლება იყოს.


არაპაიმა – მტკნარი წლის თევზიimage


ჩვეულებრივ, მისი სიგრძე 2 – 3 მ–ს აღწევს. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, თევზის სიგრძე, შეიძლება, 4 მეტრს აღემატებოდეს. მაქსიმალური, დაფიქსირებული წონა კი, – 200 კგ. იყო.


ეს უზარმაზარი მედუზა ავსტრალიის სანაპიროზე იპოვეს
image


ირლანდიური მგლის მახრჩობელა
imageimage


მამრის წონა 47-55 კგ–ია, ხოლო სიმაღლე – 80-90 სმ. მიუხედავად წარმოუდგენლად დიდი ზომისა, ირლანდიური მგლის მახრჩობელა, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ძაღლია.


წარმოუდგენლად დიდი კრევეტი
image


ზღვის გოჭი კუიimage


კუი – წარმოუდგენლად დიდი ზომის ზღვის გოჭია. ყველაზე დიდი, ამ ჯიშის ცხოველებში, COBAYOS სახეობაა, რომლის მასა 4 კგ–ს აღწევს, ხოლო სიგრძე – 50 სმ.


გალაპაგოს კუ
image


გალაპაგოსის კუნძულების სახე და მისი ფლორის ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი, მაღალმთიან რეგიონში ბინადრობს. მისი წონა, საშუალოდ 400 კგ–ია, ხოლო სიგრძე – 1, 8 მ. შეიძლება იყოს.


ნორვეგიაში დაჭერილი, ყველაზე დიდი თინუსიimage


ნორვეგიელმა მეთევზეებმა 400 კგ–იანი თინუსი, დასავლეთ ნორვეგიის სანაპიროსთან დაიჭირეს.


ტასმანიის გიგანტური კიბორჩხალა
image


პერშერონი (გოგონას სიმაღლე 165 სმ–ია)image


თუ ასეთი დიდი ცხენი არასდროს გინახავთ, გაიცანით პერშერონი. ცხენის ეს ჯიში, XIX საუკუნეში, საფრანგეთში, პერშის პროვინციაში, მძიმე ტვირთების გადასატანად გამოიყვანეს.



ტყუპი კნუტებიimage


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი, მართლაც ტყუპი კნუტები არიან. საქმე იმაშია, რომ კატას, შეიძლება, კნუტები სხვადასხვა მამრისგან ჰყავდეს. ამიტომ, ზომაში განსხვავება, სხვადასხვა გენოფონდის გამო არის.


ქაშაყის მეფე
image


ამ თევზის სიგრძე, შეიძლება, 9 მეტრს აღემატებოდეს, სხეულის სიგანე კი – 25 სმ–ს. ნახევრად ღრმა ზღვის თევზი, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეების თბილ წყლებში ბინადრობს.


ბრამას ჯიშის ქათმები
image


ამ ჯიშის ქათმის წონა, საშუალოდ, 5–6 კგ–ია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება 7 კგ–ც იყოს.


გიგანტური კალია (Siliquofera grandis)image


ეს, ერთ-ერთი, ყველაზე დიდი კალია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობაა, მის ოჯახში. მწერის სხეულის სიგრძე, 13 სმ–ს აღემატება. ხოლო, ფრთის შლის სიგრძე – დაახლოებით, 25 სმ–ია.


ავსტრალიური მიწის ჭიაყელა
image


ოდესმე თუ გინახავს ჭიაყელა, რომელიც ზომით გველის ხელაა? როგორც ცნობილია, ავსტრალიაში ბევრი ისეთი ცხოველი ბინადრობს, სხვა კონტინენტებზე რომ არ მოიძებნება. ეს, რა თქმა უნდა, მისი იზოლირებით და გეოგრაფიული მდებარეობით არის გამოწვეული. ფაუნის, ჩვენთვის უცხო და უცნაური სახეობის ერთ–ერთი ასეთი წარმომადგენელი — გრძელი ავსტრალიური მიწის ჭიაყელაა. ასეთი ჭიაყელების საშუალო სიგრძე 1 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი — 2 სმ–ს შეადგენს, წონა — 200 გრამია და რაც უფრო მეტად საოცარია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ბუნებამაც ხელი შეუწყო, 5 წელია. ზრდასრული ჭიაყელას სიგრძე 3 მეტრს აღწევს და გველების უმრავლესობაზე დიდია. სიგრძის შესაბამისად, ასეთი ჭიაყელა, შეიძლება, 1 კგ–მდე იწონიდეს. ჭიაყელები უპირატესად მიწისქვეშ ბინადრობენ და ზემოთ იშვიათად ამოდიან. ხოლო, თუ ამოვლენ და ადამიანს გადაეყრებიან, მაშინვე დამალვას ცდილობენ.


გოლიათი ბაყაყი
image


ბაყაყი–გოლიათი — მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაყაყია. მისი სხეულის სიგრძე, შეიძლება, 32 სანტიმეტრს აღწევდეს, ხოლო წონა — 3 კგ. და მეტიც იყოს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ სახეობის ბაყაყის ზომის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თავკომბალების პერიოდში, ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა სახეობის ბაყაყების თავკომბალებისგან. მაგრამ, როდესაც ზრდა იწყებენ… პატარა ბაყაყები თანდათანობით სულ უფრო და უფრო დიდები ხდებიან. ხოლო, ზრდასრულობას რომ აღწევენ, ხვდებით რომ ბაყაყს ხედავთ, რომელიც სახლის კატის ხელაა. სამწუხაროდ, ბაყაყი–გოლიათები გადაშენების პირას არიან, რადგან გემრიელი ხორცი აქვთ და ახლო მომავალში, მათი ბუნებაში ნახვა უკვე შეუძლებელი იქნება.


ცეკროპია (Hyalophora cecropia) – ყველაზე დიდი პეპელა ჩრდ. ამერიკაშიimage


მისი ფრთის შლის სიგრძე 13–18 სმ–ია. ამ პეპლების ნახვა, მთელ ჩრდ. ამერიკაში, – დასავლეთიდან–ვაშინგტონამდე შესაძლებელია. გარდა ამისა, მისი გავრცელების არეალი, ჩრდ. კანადის უმეტესი პროვინციებიც არის. პეპლის ლარვების ნახვა, ყველაზე ხშირად, ნეკერჩხლის ხეებზე შეიძლება.


მფრინავი მელააimage


მფრინავი მელა, ღამურებს შორის, ყველაზე დიდ ცხოველია მსოფლიოში. მისი ფრთის შლის სიგრძე 1, 5 მეტრს აღწევს! ხოლო, სიმაღლე – 120–150 სმ. ეს ცხოველები უწყინარი ვეგეტარიანელები არიან, ჭამენ ხილს და ფოთლებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად, ბრაკონიერობის და ტყეების გაჩეხის გამო, გადაშენება ემუქრებათ.


ცისარტყელას ციყვი
image


გარდა იმისა, რომ ამ ციყვებს ცისარტყელისებური შეფერილობა აქვთ, ჩვენთვის ცნობილ ციყვებთან შედარებით, გიგანტური ზომებით ხასიათდებიან. ჩვეულებრივ, ამ ჯიშის ციყვების უმრავლესობა, იმდენს იწონის, რასაც საშუალო ზომის, დაბალბეწვიანი კატა. ხოლო, ცხოველის სიგრძე – 1 მ–მდე შეიძლება იყოს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ღმერთების" ტექნოლოგიები, ანუ რატომ არ არის ბაალბექი ადამიანების მიერ აშენებული?

* აფრიკაში უცხო ცივილიზაციის უძველესი ქალაქი და არტეფაქტები აღმოაჩინეს

* გაიგეთ, რა რაოდენობის ტოქსინებია თქვენს ორგანიზმში და ესაჭიროება, თუ არა, მას დახმარება?

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
620
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0