x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...

კოსტა-რიკაზე, სახლთან სეირნობის დროს, ადგილობრივმა მამაკაცმა ბალახში უჩვეულო ნივთი შენიშნა. მან იფიქრა, რომ ის ლითონის გულსაბნევი იყო. მაგრამ, როდესაც მის ასაღებად დაიხარა და ხელით შეეხო, "გულსაბნევი" გაინძრა...


image


გაირკვა, რომ მან, სრულიად შემთხვევით, მეტად იშვიათი სახეობის ხოჭო — Chrysina limbata აღმოაჩინა. ამ სახეობის ხოჭოები ფირფიტულვაშა ხოჭოების ოჯახს ეკუთვნიან. ხოლო, ასეთი პრიალა იერი, მისთვის დაცვის ფუნქციას ასრულებს.

საქმე იმაშია, რომ ტროპიკულ ტყეებში წყლის წვეთები მზეზე სწორედ ისე ცქრიალებს, როგორც ეს ხოჭო. ამიტომ, ფრინველებისთვის და სხვა მტაცებლისთვის, ხოჭო შეუმჩნეველი რჩება.


image


მიუხედავად დიდი გაოცებისა, მამაკაცმა მაინც გადაწყვიტა ხოჭოს ხელში აყვანა და როგორც კი ეს მოხდა, მწერმა მოძრაობა შეწყვიტა და თავი მოიმკვდარუნა.

"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სილამაზემ. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. თითქოს, სარკით იყო გაკეთებული, " — აღნიშნა მოგვიანებით უნიკალური არსების აღმომჩენმა.


image


დღეს, ხოჭოს ეს სახეობა — დიდი იშვიათობაა. ოდესღაც კი, კოსტა–რიკაზე ფართოდ იყო გავრცელებული. მაგრამ, ბოლო წლებში, ხოჭოების გავრცელების არეალი, პირობების გაუარესების და მათდამი, კოლექციონერების დიდი ინტერესის გამო, მკვეთრად შემცირდა.


image



image

არხის სხვა სიახლეები:


* ვემზადებით ზამთრისთვის – ორგანიზმს გაწმენდა და იმუნიტეტის ამაღლება ეფექტურად და თან, იაფად

* სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ თქვენს ღვიძლს სასწრაფოდ გაწმენდა ესაჭიროება (+ გაწმენდის 3 რეცეპტი)

* მექსიკაში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

* ნამდვილ მხატვარს ტილო არ სჭირდება... (15 ფოტო)

* როგორ იქმნება ფოტო–შედევრები? – ფოტოგრაფმა გადაღების პროცესი გაასაჯაროვა (25 ფოტო)

* ვირების ყველაზე დიდი რბოლა მსოფლიოში

* სახალისო ხრიკები, Instagram–ზე "მაგარი" ფოტოს გასაზიარებლად

* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)



1
2023
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2023
  
2022, 28 ნოემბერი, 15:37
რა ლამაზიაააა
0 1 1