x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124066
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496661
მექსიკაში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები, მაიას ტომის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის ფაქტს ადასტურებს

არამიწიერი კონტაქტის რეალობა ადამიანურ ცივილიზაციასთან სულ უფრო ცხადი ხდება, როგორც კი ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია, დედამიწაზე უცხოპლანეტელების ყოფნის და ჩვენს ცივილიზაციაზე მათი გავლენის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ ეჭვი აქვს პალეოკონტაქტის არსებობაზე, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წარსულში, უცხო და ჩვენს ცივილიზაციაც შორის ურთიერთობა ნამდვილად არსებობდა.


image


წარსულში უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტები — არის თემა, რომლის ირგვლივ კამათი, კიდევ არაერთ წელს გაგრძელდება. მაგრამ, თუ წარსულის არტეფაქტებს გადავხედავთ, რომლებიც მრავლადაა მთელს მსოფლიოში, კითხვაზე პასუხი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ნამდვილად დადებითი იქნება.


imageმაიას კუკულკანის პირამიდა, ჩიჩენ-იცა, მექსიკა


თუნდაც ეს არტეფაქტი ავიღოთ — მაიას ტომის მიერ შექმნილი დისკი, რომელიც 80 წლის წინ მექსიკაში აღმოაჩინეს. მას ნამდვილად შეუძლია კამათის დასრულება არამიწიერ ცივილიზაციებთან, ჩვენი ცივილიზაციის სავარაუდო კონტაქტების შესახებ. ეს აღმოჩენა — დარტყმა საიდუმლოზე, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, დედამიწის ნამდვილი ისტორიის დასაფარად.

image

აღნიშნული არტეფაქტი, წლების მანძილზე, მექსიკის სახელმწიფო საცავში ინახებოდა და როგორს ხულია-ლევი კაბალეროსი (რეჟისორი, დოკუმენტალისტი) ამტკიცებს, იქ ამის გარდა, უამრავი ხელნაწერია, რომელიც უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტების ფაქტებს ადასტურებს.

გარდა ამისა, მკვლევარები თვლიან, რომ ამ გასაჯაროებული დოკუმენტების საშუალებით, შეძლებენ ადამიანის დედამიწაზე გაჩენის საიდუმლოს ამოხსნაც.

იდუმალი არტეფაქტები პირველად 2011 წ. მეც. დოქ. ნასიმ ჰარამეინის მიერ იყო წარმოდგენილი, ზაარბრიუკენში (გერმანია) გამართულ კონფერენციაზე. არტეფაქტზე კარგად ჩანს პლანეტა ატმოსფერული გარსით, კომეტები და სხვა ობიექტები, რომლისგანაც დედამიწას მეგობრულად განწყობილი ამოს ასტრონავტი იცავს.


imageქვაზე ნაკვეთი გამოსახულება, რომელიც კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ


არტეფაქტის გამოსახულებაზე, რამდენიმე ობიექტი დანომრილია:

1. ეს არის დედამიწა და მისი ატმოსფერო, რომელიც ორი რგოლით არის წარმოდგენილი.
2. კომეტა ან ასტეროიდი, რომელიც დედამიწის მიმართულებით მოძრაობს.

image3. კოსმოსური ხომალდი, რომელიც კომეტის კურსის შეცვლად და დედამიწის გადარჩენას ცდილობს.
4. უცხოპლანეტელი ასტრონავტი.
5. კოსმოსური ხომალდი.

გარდა ამისა, მაიას და უცხოპლანეტელებს შორის კავშირი არსებობა, იგივე მაიას ზოგიერთი კოდექსით დასტურდება, რომელსაც მექსიკის მთავრობა, წლების მანძილზე, მიწისქვეშა საცავებში ინახავდა. თუმცა, ახლა, არტეფაქტების ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია მეცნიერებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის ჯუნგლებში დასაშვები პლატფორმები იყო, რომლის ასაკი, სულ მცირე, 3 000 წელია და რომელსაც პლანეტის უცხოელი ვიზიტორები იყენებდნენ.

არტეფაქტების კვლევა გრძელდება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* პერუში აღმოჩენილმა გასაღებმა, შეიძლება, ღმერთების სამყაროს კარიბჭე გახსნას

* აკრძალული არქეოლოგია - რას გვიმალავენ მეცნიერები?

* შეურიეთ 2 ინგრედიენტი და დაივიწყეთ პრობლემა! – საუკეთესო საშუალება ქუსლებიდან ნადების და ნახეთქების მოსაცილებლად

* არსებობენ, თუ არა უცხოპლანეტელები? – პასუხობს ასტროფიზიკის პროფესორი

* ლიმონი და მარილი, აბების ნაცვლად – თავის ტკივილის (შაკიკის) გაყუჩება ნატურალური საშუალებებით

* უჩვეულო და სასარგებლო ნივთები, რომლის შეძენა ნამდვილად მოგინდებათ

* 205 მილიონიანი ინვესტიცია და ასობით მიტოვებული სასახლე

* სასტუმრო Wickerham Inn–ის მოჩვენების ისტორია


0
638
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0