სხვა 15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ 2016, 10 მარტი, 10:20
დამუხტული ტანსაცმელი, ვიწრო ფეხსაცმელი, დაპატარავებული მაისური — ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება, თუ აქ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ნივთების მოხმარების და მოვლის დროს.
ვიწრო ჩექმაზე ჯინსის შარვლის ჩასაცმელად: თუ შარვალი დამუხტულია, “დამიწება" გაუკეთეთ ელექტრიზირებული შარვალი სხეულზე რომ არ მოგეკრათ, შიდა ნაკერზე, ორივე ტოტზე, ინგლისური ქინძისთავი მიამაგრეთ. ტყავის ჩანთიდან წყლის წვეთების ლაქების მოცილება ჩანთას მიასხურეთ წყლისა და ძმრის ნაზავი და ფრთხილად გაწმინდეთ. ბიჟუტერიის ნაკვალევი რომ არ დაგრჩეთ ბეჭდის შიდა მხარეს, გამჭვირვალე ლაქით თუ დაფარავთ, სამუდამოდ დაივიწყებთ სამკაულის ლაქებს თითებზე. მაისურზე ცხიმი დაგეწუწათ? გამოიყენეთ ბავშვის ტალკი, ლაქის მოსაცილებლად.ბავშვის შამპუნი “გაზრდის" დაპატარავებულ მაისურს მაისური ჩაალბეთ შამპუნიან თბილ წყალში (1 ლ. წყალზე — 1 ს. კ. შამპუნი) ნახევარი საათით, გაწყრეთ, მოათავსეთ 10 წუთით ორ პირსახოცს შორის, გაწელეთ რეალურ ზომამდე, გაშალეთ სიბრტყეზე და ნაპირებზე მძიმე ნივთები დაალაგეთ. ასე გააჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. საპარსი კარგად უმკლავდება ტანსაცმელზე წამოზრდილ ბუსუსებს ჯინსმა ფერი რომ არ დაკარგოს მუქი ფერია ჯინსის სამოსი, რეცხვის დროს რომ არ გაღიავდეს, წყალში ნახევარი ჭიქა დისტილირებული ძმარი ჩაამატეთ, გარეცხვის დროს. თმის უთო, არა მარტო თმისთვის თმის უთოთი ადვილად შეიძლება ჩაცმული პერანგის საყელოს გაუთავება. ასევე ადვილია, ღილებს შორის ზონების გასწორება და პერანგზე და ქვედაბოლოზე ნაოჭების და პლისების გაკეთება. საშლელით შეიძლება გაქერცლილი ადგილების აღდგენა ზამშის ფეხსაცმელზე იმისათვის, რომ კედები იდეალურად გამოიყურებოდეს თასში ერთმანეთ შეურიეთ სოდა და სარეცხი საშუალება. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გენერალური დასუფთავება მოუწყეთ კედების თეთრ ადგილებს. ტანსაცმლიდან ოფლის კვალის მოსაცილებლად არასასიამოვნო ლაქების მოცილება ტანსაცმლიდან, ლიმონით ან სოდით შეიძლება. თასმა თუ გამოსძვრა კაპიშონს თასმის ადგილზე დაბრუნება, კოქტეილის საწრუპით არის შესაძლებელი: გაუყარეთ თასმა საწრუპს და საწრუპი სათასმეში. ყინული ფეხსაცმლის გასაწევად წყლიანი პაკეტები მოათავსეთ ფეხსაცმელში და ფეხსაცმელი შედეთ საყინულეში, რომ წყალი გაიყინოს. გამოიღეთ ფეხსაცმელი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ვიდრე ყინული არ გადნება. ელვა რომ არ გაიხსნას შარვალზე ბრელოკის რგოლი გაუყარეთ ელვის ბრელოკს და დაამაგრეთ ღილზე. 6556 8-ს მოსწონს
|