x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ბეჭდავდა სსრ კავშირში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის დოლარს

შორეულ 1936 წელს, მოსკოვის ფაბრიკის – სახელმწიფო ნიშნის (Гознака, "Goznak") ტერიტორიაზე, ცკ–ს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი საამქრო გაიხსნა. ეს ჩვეულებრივი კი არ, დახურული და ყველანაირად გასაიდუმლოებული დაწესებულება იყო. "ფილატელიე" – ასე ეძახდნენ მას ფართო საზოგადოებაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საამქრო ნომერი 01/04, სახელმწიფო დაწესებულების ბაზაზე ფუნქციონირებდა, შიგნით რა ხდებოდა, არავინ იცოდა.

დღეს უკვე საიდუმლო არ არის, რომ 1942 წლამდე იქ გერმანულ მარკებს ბეჭდავდნენ. იმ პერიოდში, გერმანიას თითქმის მთელი ევროპა ჰქონდა დაპყრობილი და მარკა ფულის ისეთივე ერთეული იყო, როგორც დღეს – ევროა, ანუ ის ბევრ ქვეყანაში მიმოქცევაში, ადგილობრივ ვალუტის პარალელურად იყო. ამიტომ, საკმაოდ უცნაური იქნებოდა, მარკების არ დაბეჭდვა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა იყო.


image


საინტერესოა ასევე, თუ როგორ მოხდა საამქროსთვის პერსონალის შერჩევა. რა თქმა უნდა, იქ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი, ადრე ზარაფხანაში მუშაობდა, რადგან უცხოური ვალუტის დასაბეჭდად, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ესაჭიროებოდათ. გარდა ამისა, იყო თანამშრომლების კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც "ფილატელიეში" მუშაობის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ეს ფულის გამყალბებლები იყვნენ. რაც არ უნდა ღირებულნი ყოფილიყვნენ ზარაფხანის ყოფილი თანამშრომლები, ისინი მაინც ძალიან ცოტანი იყვნენ და საამქროში, გამუდმებით მუშა ხელის დეფიციტი იყო. ამიტომ, პარტიის უმაღლეს დონეზე, იმ კრიმინალების სამუშაოზე აყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებიც ფულის ნიშნებს ხარისხიანად აყალბებდნენ. მათ უბრალო არჩევანს სთავაზობდნენ – ციხე, ან "ფილატელიე". რა თქმა უნდა, ყველა მეორეს ირჩევდა. თუმცა, ის ადგილი ციხისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. ეს ადამიანები პირდაპირ საამქროში ცხოვრობდნენ და ძილითაც, ჩარხების გვერდით ეძინათ.

1942 წ. გერმანიაში მზარდი ინფლაციის და ეკონომიკური სირთულეების დაწყების გამო, მარკების დაბეჭდვა უკვე მიზანშეწონილი აღარ იყო... სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ საამქრო მარკის ბეჭდვიდან – დოლარის ბეჭდვაზე უნდა გადასულიყო. ამასთან, იმ პერიოდში, დოლარის კურსის ზრდა დაიწყო და ეს ამ ვალუტის ბეჭდვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

საამქროში, ბრძანების მიღებიდან, 1 კვირაში, ამერიკული ვალუტის ბეჭდვა დაიწყეს და იმის გამო, რომ მწვანე საღებავის მოთხოვნა გაიზარდა, საამქროს სახელი შეეცვალა – "ფილატელიე" – "მწვანე" გახდა.

გოზნაკის მიერ გამოშვებული დოლარი, თვით ამერიკელებმაც კი, ყველაზე ხარისხიანად მიიჩნევდნენ. მაგალითისთვის, ადგილზე, სხვადასხვა დეტექტორებით სრულ კონტროლს, დაბეჭდილი ფულის 100 % გადიოდა. ხოლო, აშშ–ში – 90-95 %. ამასთან, სსრ კავშირში დაბეჭდილი დოლარი, გამძლეობით უფრო ხარისხიანი იყო. ის გადაკეცვის 7000 ციკლს უძლებდა, ამერიკული კი – მხოლოდ – 4000.

ალბათ ბევრს დააინტერესებს, თუ რა იყო ესოდენ მაღალი ხარისხის მიზეზი? სსრ კავშირი, რა თქმა უნდა, ამერიკას ტექნოლოგიებით ვერ გადაასწრებდა... საქმე იმაშია, რომ მოსკოვში დოლარის დასაბეჭდად, ნედლეულად ქაღალდს იყენებდნენ, რომელიც ციმბირული ცაცხვით მზადდებოდა.

როდემდე აყალბებდა დოლარს სსრ კავშირი, უცნობია. მაგრამ, როდესაც აშშ–მ აღმოაჩინა, რომ მოსკოვში უფრო მაღალი ხარისხის დოლარი იბეჭდებოდა, ვიდრე ამერიკაში, ხელშეკრულება გააფორმა და "რუსული" დოლარის შესყიდვა დაიწო. 2014 წლიდან, გარკვეული პოლიტიკური მოვლენების გამო, დოლარის ბეჭდვის შემცირება დაიწყო. ხოლო, 2022 წ. საერთოდ შეწყდა – ამერიკამ უარი თქვა, რუსეთში დაბეჭდილი დოლარის შესყიდვაზე.

დღეს ისეთივე ხარისხის დოლარი არაბთა გაერთიანებული საამიროებში იბეჭდება. ხოლო, ნედლეულს, ანუ ციმბირულ ცაცხვს, არაბეთი რუსეთში ყიდულობს. ასე, რომ, აშშ–ს ვალუტა, ახლა უკვე საამიროებში იბეჭდება.


imageარხის სხვა სიახლეები:


* მადაგასკარის ფრინველი, უნიკალური შესაძლებლობებით და გაოგნებული მეცნიერები

* ხელოვნების 15 ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ფოტოგრაფის 15 ნამუშევარი, რომელიც 75 წლის მანძილზე კატებს იღებდა

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0