სხვა არც ისე საშიშები არიან, ჩვენ რომ გვგონია... 2024, 30 დეკემბერი, 9:17 ღამურები მილიონობით წლის მანძილზე არსებობენ. ისინი პლანეტაზე ბევრად უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ადამიანები და ჩვენთვის ცნობილი შინაური ცხოველების წინაპრები, თუ ველური ბუნების წარმომადგენლები... და მიუხედავად იმისა, რომ ისინი, არც თუ ისე, კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, ერთ–ერთი ყველაზე საოცარი არსებები არიან. აქ 25 ფაქტს წარმოგიდგენთ, ღამურების შესახებ და კიდევ ფოტოებს მათთვის, ვინც ამ ცხოველებს საშიშებად თვლიან, ან მათი, უბრალოდ, ეშინიათ: 1. ღამურების სამეცნიერო სახელი – ხელფრთიანებია (ბერძ. Chiroptera, «cheir» – ხელი და «pteron» – ფრთა). ეს მღრღნელების შემდეგ, სიდიდით II ჯუფია, რომელშიც 1350 სახეობაა გაერთიანებული, რაც ძუძუმწოვრების სახეობათა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 1/5 შეადგენს. 2. სიტყვა «Bat» (ინგ. ღამურა) ინგლისურ ენაში, XVI ს. 70–იან წლებში, სიტყვა – «bakke»–იდან წარმოიქმნა, რაც «ღამის მფრინავ თაგვს» ნიშნავს. 3. ძვ. წ. აღრ. 600 წელს ძველბერძენმა მეიგავემ ეზოპემ ღამურაზე იგავი დაწერა, რომელმაც ბიზნესის დასაწყებად, ფული ისესხა. სიუჟეტის მიხედვით, მას საქმე ჩაუვარდა და იძულებული გახდა, დღის საათებში დამალულიყო, რომ სადმე ფულის მსესხებელს არ შეხვედროდა. 4. ღამურები დაყოფა 2 ძირითად ჯგუფად შეიძლება. ესენია: ხილისჭამია ხელფრთიანები და მწერიჭამია ხელფრთიანები, რომლებიც მწერების გარდა, ბაყაყებს, თევზს, ხვლიკებს და ფრინველებს ჭამენ და სისხლსაც სვამენ. 5. ღამურებს, რომლებიც ბაყაყებით იკვებებიან, შეუძლია ერთმანეთისგან შხამიანი და უშხამო ბაყაყის გარჩევა, – ისინი მათ ხმით ცნობენ. 6. მეცნიერები თვლიან, რომ ღამურები პირველად 65-100 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდნენ. ნამარხის სახით აღმოჩენილი, ყველაზე ადრინდელი ხელფრთიანი 35 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა. 7. ჩინეთში და იაპონიაში ღამურები – ბედნიერების სიმბოლოდ ითვლებიან. ხოლო, ჩინურ ენაში სიტყვა – «ღამურა» და «იღბალი» ერთნაირად წარმოითქმება (ალბათ, სწორედ ამიტომ ჭამენ... ბედნიერების და იღბლის მიზიდვა უნდათ). 8. ღამურას ფრთა მტევნის თითის ფალანგებისგან შედგება, რომელიც კანის გარსით არის დაფარული და თითებს შორის საფრენი აპკი აქვს გადაკრული. ეს აპკი ცხოველის სხეულის ზედაპირის თითქმის 95% შეადგენს და მას ფრთების პირდაპირი დანიშნულების გარდა, სხვა ფუნქციებიც გააჩნია – ის ცხოველის სხეულის ტემპერატურას, სისხლის წნევას და წყლის ბალანსს არეგულირებს. 9. ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია. განსხვავება ხელფრთიანებსა და მფრინავ ციყვებს (Pteromys volans) შორის ის არის, რომ ციყვებს, ხიდან – ხეზე ხტომისას, ჰაერში ლივლივი შეუძლიათ, ხოლო ღამურები, მიმართულებასაც აკონტროლებენ. 10. ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებიც ფრენის დროს, წინა კიდურებს იქნევენ, ღამურები – ფრენისთვის, მხოლოდ დაგრძელებულ თითებს იყენებენ. 11. იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, ან გული აწუხებთ, პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც ვამპირი ღამურების ნერწყვიდან მიღებული ანტიკოაგულანტებით მზადდება. 12. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ღამურები უსინათლოები არ არიან. სინამდვილეში, ღამურას თვალებიც აქვს და კარგი მხედველობაც. თუმცა, ისინი მხოლოდ დღის სინათლეზე ხედავენ (ძუძუმწოვართა ამ ოჯახის წარმომადგენლებს შორის, სიბნელესთან ადაპტირებული მხედველობა, მხოლოდ მფრინავ მელიებს აქვთ) როგორც ჩვენ, ნადირობით, კი – ღამე ნადირობენ. ამიტომ, გავრცელდა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ღამურები, უსინათლოები არიან. 13. ხელფრთიანებს ბგერის გაგება 20-დან – 120 000 ჰც დიაპაზონში შეუძლიათ. შედარებისთვის, – ადამიანს მხოლოდ 20-დან – 20 000 ჰც-მდე დიაპაზონში გამოცემილი ხმა ესმის; ძაღლს კი – 40-დან – 60 000 ჰც-მდე დიაპაზონში. 14. ღამურები, თავისი ზომის ძუძუმწოვრებს შორის, ყველაზე ნელა მრავლდებიან. ღამურა წელიწადში მხოლოდ 1 ნაშიერს აჩენს, რომელიც მისი სხეულის მასის ნახევარს იწონის. 15. ღამურების, დაახლოებით, 70% მწერებით იკვებება. ღამეში, 1 ღამურა, საშუალოდ, 10 გრამამდე მწერს (მაგ., 65 ხოჭოს) ანადგურებს, ხოლო, 1 წლის მანძილზე, მას 1 კგ-მდე მწერის შეჭმა შეუძლია. ამიტომ, ღამურები ეკოსისტემის ბალანსისთვის ძალიან სასარგებლო ცხოველები არიან! და არა მარტო... მაგ., ღამურები რომ არა, ბანანიც არ იქნებოდა, რადგან მცენარის ყვავილის დამტვერვა მაშინ ხდება, როდესაც ღამურა, ნექტრის მოსაპოვებლად, მასში ძვრება. 16. გრაფი დრაკულას ისტორია აღმ. ევროპაში შეიქმნა. თუმცა, ნამდვილი ვამპირი ღამურები მხოლოდ მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობენ. 17. ღამურები ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობენ: ჩედ. ნახევარსფეროში, თითქმის პოლარულ წრემდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, – არგენტინის და სამხ. აფრიკის რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ რეგიონებშიც გვხვდებიან. 18. ვამპირი ღამურები – ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომლებიც მხოლოდ სისხლით იკვებებიან და ცხოველების სისხლით იკვებებიან. 19. ის რომ ვამპირი ღამურები სისხლს სვამენ, მხოლოდ მითია. სინამდვილეში, სისხლი მათ ორგანიზმში, პირის ღრუდან 2 არხით მიედინება, რომელიც ცხოველის ენის ქვეშ არის განთავსებული. ღამურა ამ სისხლის მხოლოდ წითელ უჯრედებს (ერითროციტებს) მოიხმარს, ხოლო სისხლის პლაზმა ორგანიზმიდან, კვების მომენტის დაწყებიდან, 2 წუთში შარდთან ერთად გამოიყოფა. 20. ყოველდღიურად, ვამპირ ღამურას, თავისი სხეულის წონის ნახევარი, სისხლი ესაჭიროება. შედარებისთვის, იგივე რაოდენობის სისხლს, ადამიანი ვამპირი რომ იღებდეს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, მას ღამეში – 6-7 ადამიანის სისხლი მაინც დასჭირდებოდა. 21. პლანეტაზე ყველაზე დიდი ხელფრთიანი – გიგანტური მელაა (Pteropus vampyrus). მისი გაშლილი ფრთის სიგრძე – 1, 5 – 1, 8 მ–ია. 22. პლანეტაზე ღამურების ყველაზე დიდი კოლონია, დაახლოებით, 20 მლნ. სული, Bracken Bat Cave-ის გამოქვაბულში (ტეხასი, აშშ) ცხოვრობს. 23. Animal Planet არხის კვლევის მონაცემების თანახმად, ვამპირი ღამურა, სახიფათო ცხოველებს შორის, III ადგილზეა, მგლების და გორილების შემდეგ. 24. მღამიობის (ღამურას სახეობა) გულის ცემა, სიმშვიდის დროს, იმდენად დაბალია, რომ წუთში 18 დარტყმას არ აღემატება. ხოლო, აქტიურობის პერიოდში, – წუთში 880 დარტყმის ტოლია. 25. უმრავლესობა თვლის, რომ ცხოველები, განსაკუთრებით ძუძუმწოვრები, მხოლოდ, 10-15 წელი ცხოვრობენ. თუმცა, ველურ ბუნებაში, ღამურების ზოგიერთი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, 30 წელიც შეიძლება იყოს. არხის სხვა სიახლეები:* მისტიკური საიდუმლოებები, რომელიც ჰიტლერმა სიკვდილის შემდეგ დატოვა* მეცნიერებმა კატების კიდევ ერთი შესაძლებლობა აღმოაჩინეს* ყველასთვის ნაცნობი და ამავდროულად, არაორდინალური (15 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები108 1-ს მოსწონს
|