სხვა მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰეიმერის დაავადებას 2 აგვისტო, 11:07 ზოგიერთ მცენარეში შემავალი აპიგენინი (ფლავონოიდი) აყალიბებს ძლიერ კავშირს ნეირონებს შორის.
საუბარია ბუნებრივ ფლავონოიდ აპიგენინზე. შედარებით ადრეულმა, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ფლავონოიდები პოზიტიურად მოქმედებს სწავლასა და მეხსიერებაზე. ბრაზილიელმა მეცნიერებმა შეძლეს ეჩვენებინათ აპიგენინის ეფექტი უშუალოდ ადამიანის ნერვიულ უჯრედებზე და ამასთან, აღმოაჩინეს მისი მოქმედების მექანიზმი. მეცნიერებმა აპიგენინი პეტრის ფინჯანში მოთავსებულ ადამიანის პლურიპოტენტულ ღეროვან უჯრედებს დაუმატეს. ასეთი ღეროვანი უჯრედები, რამდენადაც ცნობილია, უნარი აქვთ განვითარდნენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებში. 25 დღის შემდეგ ეს უჯრედები ნეირონებად გადაიქცნენ. აპიგენინის დამატების გარეშე მსგავსი ეფექტი არ მიუღიათ. ამასთან, კავშირი ფლავონოიდების ზეგავლენის ქვეშ ჩამოყალიბებულ ნეირონებში (სინაფსი) გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივ. "ძლიერი, დატოტვილი კავშირი ნეირონებს შორის წარმოადგენს თავის ტვინის კარგი ფუნქციონირების საკვანძო პირობას, სასარგებლო მეხსიერებისთვის და სწავლისთვის." – აღნიშნა სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტივენს რეჰენმა. რეჰენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აპიგენინის პოზიტიური მოქმედება ეფუძნება უჯრედშიდა ესტეროგენული რეცეპტორების დაკავშირებას. ცნობილია, რომ ჰორმონების ზუსტად ეს ჯგუფი მოქმედებს ნერვიული სისტემის განვითარებაზე, მომწიფებაზე, ფუნქციონირებასა და პლასტიურობაზე. ესტეროგენის მოქმედებაზეა დამოკიდებული ისეთი ფსიქიატრიული და ნეიროდეგენერაციული დაავადებების დაწყების შეფერხება, როგორიცაა შიზოფრენია, დეპრესია ალცჰეიმერის დაავადება. თუმცა, თერაპიის მეთოდები, რომელიც ესტეროგენებს ეფუძნება, შეიცავს სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს. ამის გამო, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აპიგენინი შესაძლოა გახდეს ესტეროგენების ალტერნატიულ ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფლავონოიდს დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული პროდუქტები, რეჰენმა და მისმა კოლეგებმა ივარაუდეს, რომ ფლავონიდებით მდიდარი დიეტის მეშვეობით, შესაძლებელია ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის შესაძლოა ისპანახის გამოყენება. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მცენარე ბევრ ვიტამინს შეიცავს. ასევე დაგაინტერესებთ: ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის? ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ? რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! 1247 5-ს მოსწონს
|