სხვა მეცნიერები გვაფრთხილებენ: თუ ალუმინის ფოლგას იყენებთ კერძების მოსამზადებლად, ახლავე შეწყვიტეთ ეს! 2017, 19 აპრილი, 13:14 ბევრი დიასახლისი იყენებს ალუმინის ფოლგას სამზარეულოში – სადილის მოსამზადებლად, შესახვევად და ამასთან, ზოგიერთი გავრცელებული ავადმყოფობის სამკურნალოდ. მიუხედავად ამისა, უახლესმა კვლევებმა გამოავლინა მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო თვისებები. უპირველეს ყოვლისა, ალუმინი – ნეიროტოქსიკული მძიმე მეტალია, რომელსაც სერიოზული უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ტვინის ფუნქციონირებაზე, ასევე მას უკავშირებენ ალცჰეიმერის დაავადებას. სამედიცინო ექსპერტების მტკიცებით, ამ მძიმე მეტალის გავლენამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გონებრივი განვითარებისა და მეხსიერების დაქვეითება, წონასწორობის, კოორდინაციის, ფიზიკური კონტროლის დაკარგვა. აღნიშნულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ალუმინის ფოლგით მომზადებული კერძი მოქმედებს ძვლებზე, რამდენადაც ეს ნივთიერება გროვდება მასში და კალციუმის დონეს ამცირებს. ამას გარდა, მეცნიერები მას ფილტვის ფიბროზისა და სხვა რესპირატორული დაავადებების განვითარებას უკავშირებენ – ალუმინის ნაწილაკების შესუნთქვის გამო. მსგავსი ეფექტი მიიღწევა გრილის შემთხვევაში ალუმინის ფოლგით გამოყენებით. ბევრმა ადამიანმა დღემდე არ იცის, რომ როდესაც ალუმინის ფოლგა მაღალ ტემპერატურაზე ხურდება, საკვებში მეტალის ნაწილაკებს უშვებს. ესამ ზუბაიდიმ, მეცნიერ-თანამშრომელმა შარჯის ამერიკული უნივერსიტეტიდან, რომელმაც საკვებზე ალუმინის ფოლგის ზეგავლენა შეისწავლა, აღმოაჩინა რომ აღნიშნული წესით მომზადებული კერძი 400 მგ. ალუმინს შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მეტია გამოტუტვა. შესაბამისად, უნდა გახსოვდეთ, რომ ალუმინის ფოლგის გამოყენება კერძების მოსამზადებლად ნამდვილად დაუშვებელია და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მომტანია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ალუმინის რეკომებდირებული დღიური ნორმა 60 მგ. განისაზღვრება. ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი! 5 დაავადება, რომლისგანაც ყავა გვიცავს ამერიკელმა მეცნიერებმა სიბერის პროცესის შენელების ძალიან მარტივი ბუნებრივი საშუალება აღმოაჩინეს როგორ ანადგურებს სელფი ადამიანის ფსიქიკას – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა 7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად 12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე 300 15-ს მოსწონს
|