x
image
Lerato
10 ფაქტი შიზოფრენიის შესახებ

image


1. შიზოფრენია საშუალოდ ადამიანების 0.5–1% აქვს. თუმცა ის უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე სხვა სერიოზული დაავადებები, ხალხის უმრავლესობას რომ ასე აშინებს.


2. თუ ერთ-ერთ მშობელს შიზოფრენია აქვს, იმის შანსი რომ ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა 25%. გადამწყვეტ სიტყვას აქ ბუნება ამბობს.


3. მეცნიერებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს იმ გენიალური ადამიანების შესახებ, რომელთაც შიზოფრენიის აშკარა ნიშნები ჰქონდათ. ასეთები იყვნენ: ვან გოგი, გოგოლი,

ჯეიმს ჯოისი, მიხაილ ვრუბელი... ნამდვილად არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ შიზოფრენიას რაიმე წვლილი მიუძღვის მათ გენიალურობაში, მაგრამ ფაქტი სახეზეა –შიზოფრენია და უდიდესი პოტენციალი – შემოქმედებითი, ინტელექტუალური, შრომითი – საკმაოდ თავსებადია.


4. სმენითი ჰალუცინაციების გარჩევა რეალურისგან შეუძლებელია შიზოფრენიის დროს. კერძოდ, ეგრეთ წოდებული "ექო-ხმები" – ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება, რომელსაც თავად ავადმყოფი ამბობს ან ვინმე სხვა, შესაძლო დიდი ხნის განმავლობაში ესმოდეს პაციენტს.


image


5. შიზოფრენიით დაავადებულთა შორის გაცილებით ნაკლებია აგრესიული ადამიანი, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებში. ასე რომ, შიზოფრენია და აგრესია – სულაც არ არის სინონიმები.


6. შიზოფრენიის განკურნება შეუძლებელია. მედიკამენტოზურ ჩარევას, რაც პრეპარატების მუდმივად მიღებას გულისხმობს, მხოლოდ არსებული მდგომარეობის ჩარჩოებში მოქცევა შეუძლია.


7. ის რომ შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მისი გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიმპტომები ნეიროტრანსმიტერების ცვლის დარღვევის შედეგად ხდება. ცნობილია ასევე ბევრი რამ, თუმცა ყველაფერი არა.


8. შიზოფრენიით დაავადებულები რეზისტენტულები არიან სხვადასხვა სახის შოკის მიმართ: ტემპერატურის, ტკივილის, ჰისტამინის.


9. ყველა იმ პირს შორის, რომლთაც სერიოზული კანონდარღვევა ჩაუდენიათ, მხოლოდ 3% მსგავსი ფსიქიკური აშლილობით. დანარჩენი 97% ამ მხრივ ჯანმრთელები არიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ დაავადების მატარებელნი საკმაოდ მშვიდები არიან.


10. ის რომ შიზოფრენიით დაავადებულებს ემოციები არ გააჩნიათ – მითია. შესაძლოა ასე მოგვეჩვენოს, რადგან ადამიანებს მსგავსი დიაგნოზით უჭირთ თავიანთ გრძნობების გამოვლენა, თუმცა შიგნით ყველაფერი "უდუღთ." მეორეს მხრივ შიზოფრენიით დაავადებულებმა შესაძლოა გამოავლინონ ნერვიული აშლილობა ზედმეტი ემოციური არაადეკვატურობით, სიცივით, აპათიით და ა. შ.


4
1824
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1824
  
2016, 30 ივნისი, 17:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 აპრილი, 13:54
რის მადლობა.არაფრის
2016, 20 აპრილი, 13:53
დიდი მადლობა, ალექს :)
2016, 20 აპრილი, 13:03
მეც მაშინ ამას გავაზიარებ
0 1 4