სხვა რა უნდა ვჭამოთ რომ არ დავბერდეთ -პროდუქტი, რომელიც სიბერეს ებრძვის 2016, 11 აპრილი, 10:56 მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთ პროდუქტს გენების გამაახალგაზრდავებელი უნარი გააჩნია. დაივიწყეთ მკაცრი დიეტების, კალორიების დათვლის და ტკბილზე უარის თქმის შესახებ. ჯანმრთელობისა და მუდმივი ახალგაზრდობის რეცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოთ, რომელიც გენებზე ახდენს ზემოქმედებას. პირველი ადამიანი ვინც განაცხადა იმის შესახებ, რომ საკვები პროდუქტები გავლენას ახდენს გენების მუშაობაზე იყო ამერიკელი დერმატოლოგი ნიკოლას პერიკონე. რამდენიმე ბესტსელერის ავტორი ამტკიცებდა, რომ გენეტიკური დანადგარები ჩვენს ორგანიზმში მუდმივი არ არის. ის მოდიფიკაციას ექვემდებარება ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. და ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში სწორედ რომ საკვებს უკავია, ანუ იმას თუ რას მივირთმევთ. პერიკონე ამტკიცებს, რომ თუ მის მიერ შემოთავაზებულ ახალგაზრდობის დიეტას დაიცავთ, 60 წლის ასაკში 40 წლის შეხედულება გექნებათ. სწორი კვება გამაახალგაზრდავებელ გენებს მუშაობის საშუალებას აძლევს იმ ასაკში, როდესაც წესით ჩვეულებრივ ამას წყვეტენ. "ჩვენ გენებს მემკვიდრეობით ვიღებთ, მიდრეკილებით ადრეული თუ გვიანი დაბერებისკენ, ასევე სხვადასხვა ტიპის დაავედებებისკენ – ამბობს მკვლევარი. – მაგრამ ზოგიერთი სახის პროდუქტის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია შესწორებები შეიტანოს ამ გლობალურ გეგმაში" ბევრი ახლი კვლევა გვიჩვენებს, რომ პერიკონის აზრი საფუძველს ნამდვილად არ არის მოკლებული. მაგალითად, ამერიკელი დიეტოლოგი ბრუნილდა ნაზარიო თვლის, რომ დიეტა, რომელიც პერიკონეს იდეებს ეფუძნება, არ ეწინააღმდეგება თანამედროვე დიეტოლოგიის პრინციპებს და ნამდვილად გამართლებულია. მსგავსი სახის კვება სერიოზულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. ის მხოლოდ აქცენტს აკეთებს ზოგიერთი საკვების რეგულარულ მოხმარებაზე, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სიბერესთან ბრძოლაში. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლის მუდმივი გამოყენება საშუალებას მოგცემთ საკუთარი ორგანიზმის გარდაქმნას, თქვენს გენეტიკურ მემკვიდრეობაზე გამარჯვებას და სიბერის პროცესის სერიოზულ შენელებას. 1. შავი შოკოლადი საუბარია შოკოლადზე კაკაოს მაქსიმალური შემცველობით. კაკაო შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ფლობს ფენომენალურ შესაძლებლობას დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ კაკაო – უბრალოდ აუცილებელია ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ახალგაზრდა კანი ხანდაზმულ ასაკში. ამასთან, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა, კოფეინი და თეობრომინი, რომელსაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენს. 2. ორაგული
3. დარიჩინი ეს სანელებელი არა მხოლოდ დახვეწილ გემოს აძლევს ზოგიერთ კერძსა და სასმელს, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს. დარიჩინი შაქრის დონეს არეგულირებს სისხლში, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პერიკონე ასევე ამტკიცებს, რომ ანტიოქსიდანტებს, რომელსაც დარიჩინი შეიცავს, შეუძლია მელანომას წარმოქმნის რისკი შეამციროს. ფაქტიურად, დარიჩინს უნარი აქვს ორგანიზმში იგივე როლი ითამაშოს, რაც წიწმატს – როგორც რამდენიმე გენის "ჩამრთველი, " აქტიურად უწყობს ხელს იმუნური სისტემის მუშაობის პროცესს. 4. სოკო თანამედროვე დიეტების უმრავლესობაში სოკო არ შედის. ითვლება, რომ ეს მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია და არ შეიცავს განსაკუთრებულად ღირებულ საკვებ ნივთიერებებს. თუმცა, ბოლო წლებში კვლევები უფრო ხშირად აჩვენებს, რომ ზოგიერთი სახეობის სოკოს სასარგებლო გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ღვიძლს – ხაზს უსვამს პერიკონე. კონკრეტულად სოკო შიტაკი უამრავ სასარგებლო ანტიოქსიდანტს შეიცავს. პოპულარული ხის სოკო კი მდიდარია რკინით, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემისთვის. ამას გარდა, სოკოს ბევრი სახეობა მდიდარია D ვიტამინით, ამიტომაც განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზეზე იშვიათად გადის. 5. წიწმატი
წიწმატის თითქმის ყველა სახეობის ქიმიური შემადგენლობა პრაქტიკულად ერთნაირია ეს გახლავთ კაროტინი, А, Е, С, К, D, РР და В ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალები: ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი; ასევე, ცილები, ნახშირწყლები, ეთერზეთები, გლიკოზიდი, ალკალოიდი ლეპიდინი, ფლავონოიდები და ზეთი. ამას გარდა, წიწმატი შარმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმიდან მავნე მარილებს დევნის და ამით იცავს თირკმელებს, ღვიძლს და ამცირებს ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პერიკონეს მტკიცებით, წიწმატის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ზოგიერთი გენის აქტივაციას იწვევს, რომელიც იმუნური სისტემისთვის მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს. 6. შალფეის თესლი
7. მწვანე ჩაი
ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ის გენებისთვის სერიოზულ "ჩამრთველს" წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმს სიმსივნისგან იცავს. მაგალითად, მკერდის კიბო ქალებში და პროსტატის სიმსივნე კაცებში. ამასთან, მწვანე ჩაი აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას – დარწმუნებულია პერიკონე. 8. წითელი ღვინო
გარდა ამისა, რესვერატროლს, ბოლო დროინდელი კვლევების თანახმად, შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნის პრევენციაც კი მოახდინოს. ასევე, წითელი ღვინო ამაგრებს ძვლებს. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალებს ეხებათ. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ღვინო ზრდის ქალის ჰორმონის –ესტეროგენის დონეს, რის შედეგადაც ნელდება ოსტეოპოროზის (ძვლების სიმყიფე) პროცესი. თუმცა, აქ მთავარია დოზას არ გადაამეტოთ – დღეში მხოლოდ 1 ჭიქა და ისიც წითელი ღვინო. 9. კოჭა
ასევე, ზოგიერთი კვლევები გვიჩვენებს, რომ კოჭას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დღეში 2 გრ. კოჭა საკმარისია იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონემ 20%-ით დაიწიოს. სხვა სიტყვებით – ის ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას. 10. გრეიფრუტი
გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ. გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. 49725 14-ს მოსწონს |
ამაში თავად დარწმუნდებით :)