x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე
image


გენოფონდი ჩვენი ცხოვრების მანძილზე იცვლება. მეცნიერები გვთავაზობენ მისი გაუმჯობესებისა და "გენეტიკურად ჩადებული" პრობლემებისაგან გათავისუფლების რამდენიმე მარტივ საშუალებას.


კვების რაციონის შეცვლა


image



საკვების გავლენას გენებზე შეისწავლის ახალი მეცნიერება, რომელიც ნუტრიგენომიკის სახელითაა ცნობილი. მაკმასტერის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი ბოსტნეული და მწვანილი რაციონში ქმნის ლოკუსის, სპეციფიკური გენის, გაუმჯობესებულ ვარიაციას. ის, გენეტიკოსთა მტკიცებით, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილებაზე. კანადელებმა კვლევისას გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყნის კლინიკების პაციენტთა მონაცემები – საერთო ჯამში 30 ათასი ადამიანის. შედეგად, მიუხედავად გენეტიკური მიდრეკილებისა, დიეტამ პრაქტიკულად გათიშა ეს გენი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მიაძინა.


გენური თერაპიის გამოყენება


image

მედიცინის ამ ახალ სფეროს ასევე ადამიანის გენეტიკურ სრულყოფას უწოდებენ. მთელ რიგ ქვეყნებში გენების მოდიფიკაციის პროცედურები უკვე ტარდება. მაგალითად, მშობლები შვილებს უნერგავენ ზრდის გენს, ამასთან, აღსანიშნავია რომ ეს ბავშვები ჯანმრთელები არიან და აქვთ ნორმალური სიმაღლე. ამას მშობლები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბავშვების თავდაჯერებულობის ასამაღლებლად აკეთებენ. სპორტსმენებს ორგანიზმში შეჰყავთ ერითროპოეტინი – გენეტიკური ჰორმონალური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ერითროციტების წარმოშობას. თუმცა, ეს ყველაფერი წვრილმანია გენების გადანერგვის გეგმებთან შედარებით. ჯერ-ჯერობით კვლევები ცხოველებზე ემბრიონულ სტადიაზე ტარდება. ცხადია, შეუძლებელი იქნება ადამიანის კარდინალურად შეცვლა გენების გადანერგვით, მაგრამ სუსტი და სხვადასხვა ავდმყოფობებისადმი მიდრეკილი გენების გამოცვლა სრულიად რეალურია. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებას დიდხანს ვერ მოატყუებ – გადანერგილი გენი შთამომავლობაზე არ ვრცელდება.


ფიზიკური ვარჯიში


image


ერთი ვარჯიშისგან კუნთები არ გაიზრდება, თუმცა, გენები იცვლება. მათში მოდიფიკაცია მიმდინარეობს, რომელიც ეხმარება კუნთებს ვარჯიშებისადმი ადაპტაციაში. ცოტა ხნის წინ ექიმებმა შეარჩიეს რამდენიმე მოხალისე, რომლებიც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევდნენ და შესთავაზეს 20 წუთიანი ვარჯიში ველოსიპედით. ამის შემდეგ ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ უჯრედებში გენებმა ცვლილება განიცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშობლებისგან დნმ-ს ვიღებთ, აღმოჩნდა რომ ფიზიკური ვარჯიშები იმ გენების აქტივაციას ახდენს, რომელიც კუნთებს ეხება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უჯრედები დნმ-ს მეთილის ჯგუფების მეშვეობით ინარჩუნებს. თუ მათ წავშლით, გენის ინფორმაცია ფერმენტებად და ცილებად გარდაიქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კალორიების დასაწვავად, კუნთების გასამაგრებლად და ჟანგბადის მოხმარებისთვის. ექსპერიმენტის შედეგად ყველა მოხალისეს მეთილის ჯგუფების რაოდენობა შეუმცირდათ ანუ კუნთების ადაპტირება მოხდა გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლის მიმართ.


ტვინის აქტივობის გაზრდა ან შემცირება


image

ცხოვრებაში ასეთი რამ ალბათ ბევრს გვსმენია: "ცოტა იფიქრე, უფრო ჯანმრთელი იქნები." როგორც აღმოჩნდა ამ საეჭვო ბანალურობას მეცნიერული მტკიცებულება გააჩნია, თუმცა, როდესაც საქმე უშუალოდ ტვინს ეხება. ამას წინათ ჟურნალმა Nature Neuroscience გამოაქვეყნა სტატია კვლევების შესახებ, რომელიც ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა. უჯრედებში დნმ-ის სტრუქტურა ხშირად ირღვევა სხვადასხვა მავნე ზემოქმედების შედეგად – ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ორმაგი გახლეჩა – რომლის დროსაც სერიოზულად ზიანდება დნმ-ის სპირალი – რამაც შესაძლოა აუნაზღაურებელი დანაკარგი გამოიწვიოს. როგორც აღმოჩნდა ტვინის უჯრედების დნმ-ში ამგვარ დარღვევებს იწვევს ტვინის აქტივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც სტრესთანაა კავშირში. როდესაც თაგვები გადაიყვანეს ჩვეულებრივი გალიიდან უფრო დიდ, სხვადასხვა ნივთებითა და სათამაშოებით გაწყობილ გალიაში, სადაც უცხო ხმები და სუნი იყო, მათი ტვინის დნმ-ის უჯრედებში ორმაგი გახლეჩა დაიწყო, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, სწავლასზე, ყურადღების კონცენტრაციაზე და ა.შ. ბევრ მეცნიერს ამ კვლევასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს: ხომ არ წარმოადგენს ეს გახლეჩა მარეგულირებელ მექანიზმს, რომელიც პირიქით – უფრო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას ნორმალურთან შედარებით.


კალორიების შემცირება


image

დღეს არსებული დნმ-ის კვლევები გვიჩვენებს, რომ კალორიების შემცირება სხვადასხვა ორგანიზმების სიცოცხლის გახანგრძლივებას იწვევს, მათ შორის ძუძუმწოვრებისაც. ამ მოვლენის ზუსტი მოლეკულარული მექანიზმი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუმცა, ერთი რამ ცხადია – დნმ-ის უნარი თვითაღდგენისადმი უმჯობესდება კალორიების შემცირების შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ:


8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ


რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ


5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"


10 ფაქტი შიზოფრენიის შესახებ


რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე


რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!


0
1013
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1013
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0