x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს

თავის ტვინი – ყველაზე მნიშვნელოვანო ორგანოა ადამიანისთვის. ის წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის მართვის ცენტრს. ტვინი წარმოუდგენელი რაოდენობის ოპერაციას ასრულებს სულ რაღაც წამებში და ამასთან პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.


ამ ორგანოს რთული და სპეციფიკური სტრუქტურა საკმაოდ დაუცველია, რის გამოც შესაძლოა სერიოზული დაავადებები განვითარდეს. ყოველ დღე, გაუცნობიერებლად ჩვენ თავად ვუქმნით საფრთხეს მის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

image


სტატიაში გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ 12 მავნე ჩვევაზე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს თავის ტვინს:


საუზმის გამოტოვება


ძილის შემდეგ ჩვენს ორგანიზმს საკვები სჭირდება, რათა გარდაქმნას ის ენერგიად და სასარგებლო ნივთიერებებად. საუზმისგან თავის არიდებით, ტვინი "ექსტრემალური ფუქციონირების" რეჟიმზე გადადის, რაც დიდ გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე.


უძილობა


მეცნიერთა აზრით ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე უნდა იძინოს. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ უძილობის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ყურადღების კონცენტრირებისას. ასევე მათ უჭირთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და სხვებთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, ბევრმა არ იცის, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს ნეირონების დაზიანებასა და ტვინის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებას.


image



შაქრის მოხმარება


დღეს საკმაოდ რთულია ისეთი პროდუქტის ნახვა, რომელიც შაქარს არ შეიცავს. თუმცა, ისეთი საკვებიც არის, სადაც შაქრის შემცველობა ძალიან მაღალია და აუცილებელია მისი გამორიცხვა კვების რაციონიდან. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას, რაც დამღუპველად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე.


ჭარბი საკვების მიღება


გარდა იმისა, რომ ზედმეტი საკვების მიღება წონაში მატებას იწვევს, ის ცუდ გავლენას ახდენს არტერიებზე, რომელიც თავის მხრივ აფერხებს ტვინის მუშაობის პროცესს.

სიგარეტი


ერთი ნაფაზის დარტყმისას მწეველი შეისუნთქავს 7000 ტოქსიკურ ნივთიერებას. აქედან უმეტესობა გულის შეტევის, ინსულტისა და სიმსივნის განვითარების პროვოცირებას ახდენს. ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს და ის ნივთიერებები, რომლსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს ასევე ხელს უწყობენ ადამიანის ტვინის უჯრედების კვდომას.


image


ძილის დროს თავზე პლედის დაფარება


ძილის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერი, ამიტომ რეკომენდირებული ოთახის განიავება დაწოლამდე. და თუ ჩვევად გაქვთ თავზე საბნის და პლედის გადაფარება, საკმარისი რაოდენობის ჰაერს ვერ იღებთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნახშირორჟანგის დონე მატულობს, რაც დიდ ზიანს აყენებს თავის ტვინს.


ნარკოტიკები


როგორც მეცნიერები თვლიან, ნარკოტიკული ნივთიერებები იმიტომ იწვევს მიჩვევას, რომ ნარკოშემცველი პრეპარატების მიღებისას ტვინის უჯრედები კვდება, შესაბამისად, ადამიანს უჭირს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და გამოჯანმრთელება. განმეორებადი მიღება უკეთ ყოფნის ცრუ შეგრძნებებს იწვევს, სინამდვილეში კი ადამიანი ტვინის უფრო მეტ უჯრედს კლავს.


image


ჰაერის დაბინძურება


ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ჯანმრთელობისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით სუფთა ჰაერი. ქალაქის პირობებში ამის მიღწევა რთულია. ამიტომ ეცადეთ ხშირად გახვიდეთ და განიტვირთოთ ქალაქგარეთ.


აქტიური გონებრივი დატვირთვა ავადმყოფობის დროს


როდესაც ავად ვართ, ჩვენი ორგანიზმი გვატყობინებს რომ მისი რესურსები იწურება და დასვენებაა საჭირო. ეს პირველ რიგში ეხება ჩვენს თავის ტვინს. აქტიური გონებრივი მუშაობა ავადმყოფობის დროს ამცირებს მისი ფუნქციონირების ეფექტურობას და იწვევს დარღვევებს.


ალკოჰოლი


სპირტული სასმელების მიღების შედეგად იწყება ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაცია. რადგანაც ტვინის 75% წყლისგან შედგება, ეს სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს მასზე. წყლის ნაკლებობისას ადამიანის ორგანიზმი მთელ დარჩენილ მარაგს ტვინისკენ აგზავნის, იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს მის მუშაობას, ეს კი თავის მხრივ ტვინის შეშუპებას იწვევს. ამის შედეგად ხშირად ხდება შეტევები, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებაზე.


image


სტრესი


უმნიშვნელო სტრესი, მეცნიერთა აზრით, ეხმარება ადამიანს რთული ამოცანების გადაჭრისას კონცენტრირებაში. მაგრამ მუდმივი სტრესი ფიტავს მას, ართმევს სიცოცხლის ძალასა და ენერგიას, ხელს უშლის ყურადღების მობილიზაციის პროცესს. ქრონიკული სტრესი იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს ადამიანის ტვინში, რამაც შემდგომში შესაძლოა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს.


კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მასტიმულირებელი აზრების დეფიციტი


საუბრები ეხმარება ტვინს განვითარებაში, რაც შეეხება ინტელექტუალურ საუბრებს –ხელს უწყობს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს ამ ორგანოს მუშაობის პროცესზე. რაც შეეხება აზროვნების პროცესს, ის დადებითი ცვლილებების პროვოცირებას იწვევს თავის ტვინის ქერქში. ეს ძლიერი ინსტრუმენტია ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


10 ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ჩნდება


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს


თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი


რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან


რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით


10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია – ეს ყველამ უნდა იცოდეს!


რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში


5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

0
5026
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0