x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!

ჯანჯაფილი (კოჭა) შეიცავს მკვებავ და ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის სიჯანსაღეს. ჯერ კიდევ ძველი ჩინეთიდან მოყოლებული, რამდენიმე ათასი წელია რაც მედიცინაში იყენებენ.


image


როგორც აღმოჩნდა, ჯანჯაფილი ბევრი იმ პრეპარატის ეფექტური ალტერნატივაა, რომელიც აფთიაქებში იყიდება. სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არ უნდა მიიღონ ეს მცენარე.


1. გამხდარი ადამიანები


რამდენადაც ცნობილია, ჯანჯაფილი ებრძვის ჭარბ წონასა და ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა). კვლევამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ექსტრაქტი ხელს უწყობს სხეულის მასის შემცირებას. მცენარე ხელს უწყობს ორგანიზმს საკვების ეფექტურად ათვისებაში, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სწორედ ეს წარმოადგენს წონაში კლების მიზეზს.


2. ფეხმძიმე ქალები


image


ჯანჯაფილი ძლიერ სტიმულატორებს შეიცავს, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს კუნთებზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, თუმცა, ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში, მცენარე შეიძლება ნაადრევი მშობიარობის მიზეზი გახდეს. უარი თქვით ჯანჯაფილის მიღებაზე, განსაკუთრებით, ფეხმძიმობის ბოლო თვეებში.



3. ადამიანიბი სისხლის დაავადებით


ჰემოფილია – იშვიათი გენეტიკური დარღვევაა, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს შესაძლოა უმნიშვნელო ტრამვის დროს ძლიერი სისხლდენა დაეწყოს.

ჯანჯაფილი სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც იტანჯება პერიფერიული არტერიების დაავადებით, დიაბეტით, სიმსუქნით და ა.შ.


4. ადამიანები, რომლებიც გარკვეული სახის პრეპარატებს იღებენ


თუ მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი გაქვთ და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პრეპარატებს იღებთ, უარი თქვით ჯანჯაფილის მიღებაზე.

საშიშროების მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯანჯაფილი დაბლა სწევს წნევას და შესაბამისად წამლებთან მისი ურთიერთქმედება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, ნამდვილად დიდ საფრთხეს წარმოადგენს.



ჯანჯაფილი – ძალიან სასარგებლო მცენარეა, თუმცა, მისი მოხმარება ზომიერად უნდა მოხდეს. თუ ზემოთ ხსენებულ არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებით, მაშინ შეგიძლიათ მიირთვათ და ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი სასმელით. სხვა შემთხვევაში კი გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!


ასევე დაგაინტერესებთ:


რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ


თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება


ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს


უძველესი ჩინური რეცეპტი: ამცირებს ქოლესტერინს, ხელს უშლის ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას


5 დაავადება, რომლისგანაც ყავა გვიცავს


12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს


ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში

3
5798
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5798
  
2017, 1 აპრილი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 27 მარტი, 19:01
დიდი მადლობა, გაიხარეთ :)
2017, 27 მარტი, 15:19
საინტერესო სტატიაა როგორც ყოველთვის...
0 1 3