x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეწარმავლების უმრავლესობა უკვე კარგად არის შესწავლილი, თაობიდან თაობაზე გადაცემული, ძველი ჭორები და ლეგენდები, გველების შესახებ, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე რამენაირად გაირღვეს, აქ გველების შესახებ, 12 ყველაზე გავრცელებულ მითს წარმოგიდგენთ.


1. თუ გველი დაგგესლავთ, შხამი უნდა გამოწოვოთ
image


ძალიან ხშირად, სათავგადასავლო ფილმებში ნაჩვენებია, თუ როგორ აჭრის დაგესვლის შემდეგ, ფილმის გმირი გველს თავს. შემდეგ ნაკბენს ჭრის, იქიდან შხამს წოვს, მას ზიზღით აფურთხებს, ჭრილობას იხვევს და გზას მშვიდად აგრძელებს... ეს მცდარი წარმოდგენაა, თანაც საშიში.

სისხლი და მასთან ერთად შხამი, სხეულში ძალიან, ძალიან სწრაფად მოძრაობს. და რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობის შხამის ამოღება, მსხვერპლის დასახმარებლად, უბრალოდ შეუძლებელია.

მსგავს შემთხვევაში, დაზიანებული კიდური უმოძრაოდ და თან, მკერდის ქვემოთ უნდა იყოს. საჭიროა ასევე სიმშვიდის შენარჩუნება, რომ გულისცემა ინტენსიური არ იყოს. ამის შემდეგ, ჭრილობა საპნიანი წყლით უნდა დამუშავდეს და დაზარალებულს სამედიცინო დახმარება გაეწიოს. არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის და ალკოჰოლური სასმელის მიღება.


2. გველი შეხებისას ნოტიო და პრიალაა

image


მსგავსი არაფერია. სხვა ქვეწარმავლების მსგავსად, გველები სქელი გლუვი ქერცლითაა დაფარული და არც პრიალა არის.


3. გველები აბსოლუტურად ყრუები არიან
image


რადგან გველებს ყურის დაფის აპკი არ გააჩნიათ, დიდი ხნის მანძილზე, მეცნიერები თვლიდნენ, რომ მათ საერთოდ არაფერი ესმოდათ. თუმცა, ბოლო კვლევების თანახმად, გველის შიდა ყურს შეუძლია თავის ქალის და ქვედა ყბის ვიბრაციების შეგრძნება. ფიგურალურად რომ ვთქვათ, გველის ყურის ფუნქციას, მისი თავი ასრულებს.

მათ კარგად ესმით ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, — მაგ., ადამიანის ფეხის ხმა, პატარა ნადირის მოძრაობით გამოწვეული შრიალი და ა.შ. გველები სმენით ნადირობისას სარგებლობენ. ისინი ყველაზე კარგად, დაბალი სიხშირის ხმებს აღიქვამენ და ნაკლებად მგრძნობიარენი არიან მაღალი სიხშირის ბგერებისადმი.


4. გველებს რძე უყვართ
image


ეს მითი საზოგადოებაში XIX საუკუნის ბოლოს, ართურ კონან დოილის მოთხრობის «ჭრელი ლენტის» დამოცემის შემდეგ დამკვიდრდა.

სინამდვილეში, გველს თუ აიძულებთ რძის დალევას, შესაძლებელია თქვენი მცდელობა, მისი სიკვდილით დასრულდეს, რადგან გველები ლაქტოზას ვერ ინელებენ.


5. გველებს მსხვერპლის დაჰიპნოზება შეუძლიათ
image


ეს მითი, სავარაუდოდ, მათი ნადირობის სტილის გამო გაჩნდა. გველები დაკვირვებით არჩევენ თავდასხმის მომენტს. ხოლო, მათი გაყინული მზერა, იმის გამო, რომ ქუთუთოები არა აქვთ, მისტიკურ შეგრძნებას აჩენს.



6. მახრჩობელები მსხვერპლს გუდავენ და ძვლებს უმტვრევენ
image


ითვლება, რომ მახრჩობელა გველი მსხვერპლი ჟანგბადის შეზღუდვის გამო იღუპება. მაგრამ თუ გველი დიდია, მას მსხვერპლის ძვლების გადამტვრევაც შეუძლია.

სინამდვილეში, მახრჩობელა გველის მსხვერპლი, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო კვდება. კვლევის თანახმად, მსხვერპლზე შემოხვეულ გველს, სისხლის ნაკადის რამდენიმე წამით შეჩერება შეუძლია... და ასფიქსია არაფერ შუაშია.


7. ახალგაზრდა გველი უფრო საშიშია, ვიდრე მოზრდილები
image


არსებობს აზრი, რომ ახალგაზრდა გველები უფრო ძლიერად იგესლებიან, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათ ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს იმის კონტროლი, თუ რამდენი შხამი უნდა შეიყვანონ მსხვერპლში და მთელი სასოწარკვეთილებით იკბინებიან. თავის მხრივ, ხანდაზმული გველები უფრო გამოცდილი არიან და შხამსაც უფრო იშვიათად იყენებენ.

რეალურად, ამ თეორიის მხარდასაჭერად, მონაცემები არ არსებობს. უფრო პირიქით, — ზრდასრული გველის მცირე ნაკბენშიც კი, უფრო მეტი შხამია, ვიდრე პატარა გველის დიდ ნაკბენში. მიზეზი კი ის არის, რომ მას, შესაბამისი ჯირკვლები უკეთ აქვს განვითარებული.


8. გველები, ჭამის დროს, ქვედა ყბას იგდებენ


ამის გაკეთება მათ არ სჭირდებათ, რადგან ქვედა ყბა შუაზე აქვთ გაყოფილი. დასვენების პერიოდში, ეს ნაწილები ერთმანეთს ეხება და ნიკაპის მსგავს კონსტრუქციას ქმნის. მაგრამ, როდესაც ქვეწარმავალს მართლაც ძალიან ფართოდ სჭირდება პირის გაღება, ქვედა ყბა შუაზე იყოფა და ელასტიკური კანი იჭიმება.

ასე, რომ, არანაირი ამოგდება, — ყველაფერი ბევრად დახვეწილად არის მოწყობილი.


9. ყველაზე სახიფათო გველები ავსტრალიაში ბინადრობენ
image


კონტინენტის ფაუნის გამო, ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყნის რეპუტაციით სარგებლობს. ცხოველთა შორის კი, ყველაზე საშიშად გველები მოიაზრება.

მართლაც, მსოფლიოში ყველაზე შხამიანი ხმელეთის გველი ავსტრალიაში ბინადრობს. ეს მაკკოის ტაიპანია, მისი შხამის «კბენის დოზას» 100 ადამიანის მოკვლა შეუძლია.

თუმცა, სინამდვილეში, ავსტრალიური გველების რეპუტაცია, იმაზე უარესია, ვიდრე იმსახურებენ. ყოველწლიურად, ამ ქვეწარმავლების ნაკბენით, მთელ მსოფლიოში, 81 ათასამდე იღუპება. მსხვერპლთა შორის, ავსტრალიელი მხოლოდ 2 ადამიანია.

ყველაზე სახიფათო გველი კი — ინდური კობრაა (იგივე სათვალიანი კობრა), რომელიც სამხრეთ დასავლეთ აზიაში ბინადრობს.


10. თუ გველი შხამიანი არ არის, ის უსაფრთხოაimage


მსოფლიოში, დაახლოებით, 3 900 სახეობის გველია ცნობილი. მათგან შხამიანი მხოლოდ მეოთხედია. დანარჩენები, შხამით არ სარგებლობენ. სფეროში გაუცნობიერებელი ადამიანები თვლიან, რომ თუ გველს შხამი არა აქვს, ის უსაფრთხოა და მასთან ბავშვსაც კი შეუძლია თამაში. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა...

გველებიც კი, რომლებსაც შხამი არა აქვთ, კბენა შეუძლიათ. ეს ძალიან მტკივნეულია და შეიძლება, ჭრილობაში ინფექციაც მოხვდეს. ამიტომ, თუ ადამიანს სახლში შინაური ცხოველის სტატუსით გველი ჰყავს, მას ძალიან ფრთხილად უნდა მოექცეს. ხოლო, ველური ქვეწარმავლისთვის ხელის ხლება, საერთოდ არ შეიძლება.


11. გველები აგრესიულები და შურისმაძიებლები არიან
image


ალბათ ყველაზე ცნობილი მითი, გველების შესახებ, ის არის, რომ მათ მანკიერი ბუნება გააჩნიათ. ითვლება, რომ თუ წყვილში ერთ გველს მოვკლავთ, მეორე, მისი სიკვდილის გამო, შურს იძიებს.

სინამდვილეში, გველები სოციალური კავშირებისადმი მიდრეკილნი არ არიან და არც მუდმივ წყვილებს ქმნიან. მარტოხელა ქვეწარმავლები მხოლოდ გამრავლების სეზონზე წყვილდებიან და შემდეგ, ისევ შორდებიან.

გარდა ამისა, მათ ადამიანის სახის დამახსოვრება და ცნობა არ შეუძლიათ. ამიტომ, თუ ადამიანმა რამე დაუშავა, მის დევნას და სამაგიეროს გადახდას ვერანაირად მოახერხებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ესხმიან ადამიანს თავს, თუ ჩათვლიან, რომ მათგან საფრთხე მოდის. ხოლო, თუ ის შეშინებული არ არის, საკმაოდ პასიურია და არავის ერჩის.


12. გველი მუსიკაზე ცეკვავს
image


«კობრას ცეკვა» – ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ყველას კალათიდან ამოსული გველი და საყვირიანი ინდოელი მამაკაცი ახსენდება. ჩვენთვის ეს ეგზოტიკური წარმოდგენა არის, სარისკო ტრიუკებით და აუწერელი შეგრძნებებით. ხოლო, ნებისმიერი ინდოელისთვის – ქალაქის მოედნებზე გამართული ჩვეულებრივი წარმოდგენა და ამავდროულად, ნამდვილი ხელოვნება პროფესიონალებისთვის.

გველების შემლოცველი — უძველესი და საოცარი პროფესია არის ინდოეთში. თუმცა, ამ ქვეწარმავლების შელოცვის ხელოვნება ძველ ეგვიპტეში ჩაისახა და უკვე იქიდან აზიის ქვეყნებში გავრცელდა. ყველა დროის, ყველაზე ძლიერ შემლოცველად შეიხი მუსა ითვლება ლუქსორიდან (ეგვიპტე). ამ პროფესიის პოპულარობა XX საუკუნეში გაიზარდა და ფართოდ გამოიყენებოდა ინდოეთში, ტურისტების მისაზიდად. დღეს ამ ქვეყანაში, 7 ათასამდე პროფესიონალი შემლოცველი არის. მათთვის სპეციალური კონფერენციებიც კი ტარდება, რომელზეც დელეგატები საკუთარი გველებით იკრიბებიან და საოცარ ტრიუკებს ატარებენ. მაგრამ, მაყურებლის ყველაზე დიდ აღფრთოვანებას კობრების ცეკვა იწვევს.
ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ სინამდვილეში, კობრა არ ცეკვავს, რადგან მას საყვირის ხმა არ ესმის. გვერდიდან ისე ჩანს, რომ თითქოს გველი მელოდიის რიტმზე მოძრაობს. მაგრამ, რეალურად, ის საყვირის მოძრაობას მიჰყვება და ვიბრაციაზე რეაგირებს, რომელსაც შემლოცველი, საყვირზე დაკვრის დროს, ფეხის მიწაზე დარტყმით ქმნის. აი ასე იქმნება ცეკვის ილუზია, რომელიც ადამიანებს ნუსხავს. გარდა ამისა, გველების გაწვრთნისას, საყვირით დარტყმაც გამოიყენება და როდესაც მას ასეთი საფრთხე ექმნება, ქვეწარმავალი მის თავიდან აცილებას ცდილობს და აქეთ-იქით ირხევა, რაც დამატებით ილუზიას ქმნის, «მუსიკალური ნომრის» წარმოდგენისას.

ყოველივე ამის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ, რომ კობრას სმენა არა აქვს და ცეკვითაც არ ცეკვავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემლოცველების სიცოცხლეს, ქვეწარმავლებთან მუშაობის დროს, საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გველებს შხამს კბილებიდან წინასწარ აცლიან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქრისტეს ძმის სარკოფაგი და ლითონის წიგნები – ბოლო დროს აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ქრისტეს უკავშირდება

* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს

* ინტერნეტ–მომხმარებლები არარსებული ყვავილების თესლს ყიდულობენ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
696
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0