x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
ქრისტეს ძმის სარკოფაგი და ლითონის წიგნები – ბოლო დროს აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ქრისტეს უკავშირდება

მასმედიის მონაცემების მიხედვით, რამდენიმე წლის წინ, იერუსალიმში ფრანგმა არქეოლოგმა ანდრე ლემერმა ხელუხლებელი სარკოფაგი აღმოაჩინა, რომელიც ჩატარებული კვლევის თანახმად, 2000 წლის უნდა იყოს.


image


სამგლოვიარო ურნაზე კი, რომელიც სარკოფაგის გვერდით დგას, ასეთი ტექსტი წერა: «იაკობი, ძე იოსების, ქრისტეს ძმა». ასეთი სახელები, იმ დროს, ისრაელის მიწაზე ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ მიცვალებულთა სამარხებში, როგორც წესი, მხოლოდ თავად მიცვალებულთა და მათი მამების სახელები იყო მითითებული. ძმის ხსენება კი, არქეოლოგის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ის გამორჩეული ადამიანი იყო.


image


კიდევ ერთი არტეფაქტი, რომელიც ქრისტეს უკავშირდება, იორდანიაში, ბედუინის მიერ ნაპოვნი 70–მდე ლითონის წიგნი არის. წიგნებიდან ზოგიერთი, პლასტიკური ბარათის ხელაა, ყველა ტყვიისგან არის დამზადებული და ტყვიის მავთულით აკინძული. წიგნები, ტექსტის გარდა, ილუსტრაციებსაც შეიცავს.


image


ბედუინის თქმით, მის მიერ ნაპოვნი წიგნები, წყალდიდობის დროს, გამოქვაბულიდან გამორიყა. გადმოცემით, ქრისტეს პირველი მიმდევრები, სწორედ იმ გამოქვაბულებს აფარებდნენ თავს. ბედუინმა ნაპოვნი არტეფაქტები თავის ნაცნობს გადასცა, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა, იმ იმედით, რომ სარფიანად გაეყიდა. მაგრამ, ვიდრე წიგნები შავ ბაზარზე მოხვდებოდა, საოცარი არტეფაქტების არსებობის შესახებ, მეცნიერებმა გაიგეს და რა თქმა უნდა დაინტერესდნენ.


image


მეცნიერები, რომლებმაც წიგნების დათვალიერება მოასწრეს, აცხადებენ, რომ "ტექსტის ნაწილი ივრითზე იყო, ხოლო ნაწილი — ბერძნული და ეტრუსკული ანბანით დაწერილი". მაგრამ, მეცნიერებს წიგნები ჩამოართვეს და ვინმე "კერძო კოლექციონერს" გადასცეს. ხოლო, უნიკალური არტეფაქტების მფლობელს, ვინმესთვის ინფორმაციის გაზიარება აუკრძალეს. მოკლედ, გადამალეს... ამის მიზეზი კი ის იყო, რომ წიგნებში, ექსპერტების აზრით, ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი წლებია აღწერილი, ჯვარცმა და აღდგომაც კი. კიდევ ის სასწაულები, რაც ქრისტეს უკავშირდებოდა. თავის დროზე, ებრაელებმა ქრისტეს სჯულის მიღებაზე უარი თქვეს* და ახლა ამ რელიგიის "რეკლამირება", რა თქმა უნდა, ისრაელის ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს...


image


თუმცა, ისევ წიგნებს დავუბრუნდეთ. გადმოცემით, ერთ-ერთ მათგანში, იმ დროინდელი იერუსალიმის გეგმა და მასზე ქრისტეს ჯვარცმის ადგილიც არის დატანილი. ცალკეა აღნიშნული გამოქვაბული, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ, მაცხოვარი დაკრძალეს. ანალიზის მიხედვით, წიგნების ფურცლები, დაახლოებით, პირველ საუკუნეშია გაკეთებული – ის შესაძლოა იმ ადამიანების მიერ იყოს დაწერილი, რომლებმაც იესოს პირადად ნახეს, ან იცნობდნენ.


image


ერთ წიგნში, მეცნიერების აზრით, მაცხოვრის პორტრეტიც კი არის. რა თქმა უნდა, ის შორს არის სრულყოფილი გამოსახულებისგან, მაგრამ თავისთავად ღირებულია, როგორც ვიზუალური მტკიცებულება.

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს არტეფაქტები, შეიძლება, თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდეს.


* თავად იესო ებრაელი იყო და ებრაელი იყო მისი 12 უახლოესი მოსწავლე. ებრაელები იყვნენ პირველი ქრისტიანები... იუდეა ჩვ. წ. აღრ. I საუკუნის ბოლოს «დუღდა»... და ეს გასაკვირიც არ იყო, მისი წინა მეფის ჰეროდე I დიდი გარდაცვალების შემდეგ, რომაელებმა ადგილობრივი თვითმმართველობა გააუქმეს და ქვეყანა ახალ პროვინციად გარდაქმნეს. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოეწონათ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მზად იყვნენ იარაღის ასაღებად, იყვნენ კოლაბორაციონისტები და მშვიდი ოპორტუნისტებიც. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* მამუკა მდინარაძე: "ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში – საშინელება საქართველოში, ეს მოცემულობა არ იმუშავებს"

* საოცარი და უჩვეულო დამთხვევები, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება

* "მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
505
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0