სხვა 10 საინტერესო ფაქტი ძვირფასი ქვების "მეფის", ანუ ლალის შესახებ 11 სექტემბერი, 8:32 ლალი – ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვა არის, თავისი წითელი ფერის წყალობით. ითვლება, რომ მისი მოპოვება, 2500 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხდება და ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის ძვირადღირებულად ითვლებოდა. ცნობილ ადამიანებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან ასოციაციის გამო, ლალი ყურადღების მიღმა არასდროს დარჩენილა. აქ კი, 10 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირფასი ქვის შესახებ: 1. ის სიყვარულთან, ვნებასთან და რომანტიკასთან ასოცირდება 2. ლალის, თავდაპირველად, – «რატნარაჯი» ერქვა რაც შეეხება მის თანამედროვე სახელს, ლათინურად მას – «rubeus»–ი ჰქვია. 3. ლალი კორუნდების ოჯახს ეკუთვნის 4. «თავისუფლების ზარი» – ყველაზე დიდი ზომის ლალის ქვა არის მსოფლიოში ეს ქვა აღმ. აფრიკაში, გასული საუკუნის 50–იან წლებში აღმოაჩინეს და ის 1, 8 კგ–ს იწონიდა. მას ამერიკის დამოუკიდებლობის სიმბოლოს, – ზარის ფორმა მისცეს. ნაკეთობა 50 ბრილიანტით არის ინკრუსტირებული და 2 მლნ. დოლარი ღირს. 5. მისი ფერი ქრომისგან მოდის 6. ელიზაბეთ ტეილორი ლალის სამკაულის დიდი მოყვარული იყო 1957 წელს, შვებულების დროს, მას მეუღლემ, მაიკლ ტოდმა Cartier–ის ყელსაბამი, საყურეები და სამაჯური აჩუქა, რომელიც ბრილიანტით ინკრუსტირებული, 24 ლალის ქვისგან შედგებოდა. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, აუქციონზე მხოლოდ ყელსაბამი, 3, 7 მლნ. დოლარად გაიყიდა. 7. სხვადასხვა სახის ლალი არსებობს 8. ლალის იყენებდნენ სახლის მშენებლობისას 9. «შავი პრინცის ლალის» – ნამდვილი ლალი არ არის ბრიტანული მონარქიის ხაზინაში ინახება ქვა, რომელიც «შავი პრინცის ლალის» სახელით არის ცნობილი. მის ზომასა ქათმის კვერცხის ზომას ადარებენ (34 გრამს (170 კარატს) იწონის) და დღეს ის, დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინის ჯვარს ამშვენებს. «შავი პრინცის ლალის» ისტორია XIV საუკუნიდან იწყება, როდესაც ის ინგლისის სამეფო ოჯახის მფლობელობაში მოხვდა. ძვირფასი ქვა ტახტის მემკვიდრეს ედუარდ III ესპანელმა გრაფმა, კასტილიის მონარქის ძმასთან კონფლიქტში მხარდაჭერისთვის, მადლიერების ნიშნად გადასცა. ხოლო სახელი, პრინცის პატივსაცემად მიიღო. წლების მანძილზე, მუქი წითელი ფერის გამო, ქვა, როგორც ლალი, შეცდომით იყო კლასიფიცირებული. მაგრამ, ქიმიური ანალიზის მეთოდების განვითარების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ის, სინამდვილეში შპინელია, რომელიც ლალისგან სიმკვრივით, სიმყარით და სინათლის რეფრაქციული მახასიათებლებით განსხვავდება. 10. ბუნებრივ ლალის ქვას ყოველთვის ნაკლი აქვს რადგან ლალი – ბუნებრივი ძვირფასი ქვა არის, მასში აუცილებლად იქნება გარკვეული ნაკლი. ლალი ყოველგვარი ნაკლის გარეშე, წარმოუდგენლად იშვიათია და მისი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე იგივე წონის ბრილიანტის. ხშირად, ლალის დეფექტები, მისი ავთენტურობის დასადასტურებლად გამოიყენება. ბუნებრივი ქვის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს სინთეტიკური ლალიც, რომელიც იდეალურად გამოიყურება. მაგრამ, მას ბუნებრივი ლალის უნიკალური თვისებები არ გააჩნია. არხის სხვა სიახლეები:* არქეოლოგებმა, ოქროსგან დამზადებული, უზარმაზარი არტეფაქტი აღმოაჩინეს* ქუჩის 12 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველდღიურობაში, არის რაღაც განსაკუთრებული* გამოცანა, მხოლოდ მაღალი IQ–ს მქონეებისთვის (პასუხი აქვს)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ247 2-ს მოსწონს
|