x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მუზეუმის ოთხფეხა მცველები

image


ყველამ არ იცის, რომ ერმიტაჟს თაგვების და ვირთხებისგან კატები იცავენ. ამ ცხოველებს ერმიტაჟთან და ზამთრის სასახლესთან საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. ცნობილია, რომ პირველი კატა რუსეთის იმპერატორის სასხლეში 1724 წელს გამოჩნდა. ის პეტრე I (1672-1715 წწ.) ჰოლანდიიდან ჩამოიყვანა, რადგან სასახლეში მღრღნელები იმდენად იყვნენ მომრავლებულები, რომ მხოლოდ ავეჯს და ქსოვილს კი არა, კედლებსაც აზიანებდნენ.

სანქტ-პეტერბურგში კატების მეორე პარტია, მღრღნელებისგან ქალაქის, სასახლის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად, ელისაბედ I (1701-1762 წწ) სპეციალური ბრძანებით, 1745 წ. ყაზანიდან ჩამოიყვანეს.

კატები ერმიტაჟში ნაპოლეონთან ბრძოლის და რევოლუციის შემდეგაც ცხოვრობდნენ, საბჭოთა ხელისუფლების დროს. 1941 წელს მუზეუმის ევაკუაცია მოხდა, ხოლო ხელოვნების ნიმუშების ფუმფულა მცველები, ლენინგრადის ბლოკადის დროს, დაიხოცნენ. ომის შემდეგ, ქალაქში ვირთხები ისე მომრავლდნენ, რომ ხალხი სარდაფეებში ვეღარ ჩადიოდა. ამიტომ, ლენინგრადში 5 ათასამდე კატა ჩაიყვანეს და მათგან რამდენიმე ერმიტაჟში მოხვდა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მუზეუმის კატები ისე გამრავლდნენ, რომ სარდაფებიდან ამოვიდნენ და საგამოფენო დარბაზებში დაიწყეს სიარული. მოკლედ, ბინადრობის არეალი გაიფართოვეს. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა მუზეუმის ხელმძღვანელობას და ყველა კატა «სამუშაოდან დაითხოვეს». მაგრამ, ვირთხებისგან დაცვის ქიმიურმა საშუალებებმა არ გაამართლა და კატები მიზეუმში ისევ დააბრუნეს.

ამჟამად, ერმიტაჟში 2 ათეულამდე კატა ცხოვრობს და როგორც ამბობენ, «კატა — ერმიტაჟის ცხოვრების ლეგენდა და მისი განუყოფელი ნაწილია». თითოეულ «მცველს» აქვს პასპორტი ფოტოსურათით და ყოველწლიურად, გაზაფხულის დასაწყისში (დღე დადგენილი არ არის), «ერმიტაჟის კატის დღეს» აღნიშნავენ მუზეუმში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

* კატის 10 მაგიური საიდუმლო

* ნეტა ყველას შეეძლოს ასეთი სითბოსა და სიყვარულის გაცემა... (გულისამაჩუყებელი ისტორია)

* კატამ სახლი ქურდებისგან დაიცვა და ერთი ადამიანი მოკლა

0
101
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0