სხვა 15 საოცარი და სახალისო ფაქტი კატების შესახებ 2020, 30 მარტი, 10:16 კატები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შინაური ცხოველები არიან და ამ ცხოველის ყველა პატრონს უამრავი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეუძლია, როგორც საკუთარი კატის, ისე იმ ჯიშის შესახებ, რომელსაც მისი ფუმფულა ოჯახის წევრი მიეკუთვნება. გთავაზობთ 15 საინტერესო და საოცარ ფაქტს, კატების შესახებ, რომელიც ამ იდუმალებით მოცული ცხოველებს უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ: 1. უხსოვარი დროიდან, ვიეტნამში კატის ხორცი საუკეთესო დელიკატესად ითვლებოდა. მაგრამ, ვირთხების უკონტროლოდ გამრავლების გამო, ხელისუფლებამ კანონი მიიღო, რომელიც კატის საკვებად გამოყენებას კრძალავს. 2. კატები ბუნებით შორსმხედველები არიან და ამიტომ მათ, ახლოს მდებარე ნივთებზე ფოკუსირება არ შეუძლიათ. მაგ., თუ კატას რამეს პირდაპირ ცხვირწინ დაუდებთ, ის მის შესწავლას ყნოსვით და ულვაშების მგრძნობელობით დაიწყებს. 3. კატებისადმი აკვიატებული სიყვარული, ფსიქოლოგიურ დარღვევას – აილუროფილიას (ბერძ. «ailuros» კატა, «philos» სიყვარული) იწვევს. 4. თუ ერთ ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე კატა ცხოვრობს, ისინი ნადირობას და საკვების მოპოვებას გარკვეული გრაფიკით ახდენენ. 5. კატები ფერის ტონებს ისე ვერ არჩევენ, როგორც ჩვენ. ყველაზე კარგად ისინი მწვანეს, ყვითელს და ლურჯი სპექტრის ფერებს აღიქვავენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების ცხოვრების ბუნებრივ გარემოში, ირგვლივ მყოფი სივრცის ზუსტად აღქმაა (ცისფერი ცა, მწვანე მცენარეები და სხვა) საჭირო. 6. კაები გრძნობენ ადამიანის პრობლემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ კატა, ხშირად წვება ოჯახის რომელიმე წევრის მუცელზე, ფეხებზე ან ძილის დროს, თავზე – ამით ის მის «განკურნებას» ცდილობს. ითვლება, რომ ყველაზე კარგად ეს ცხოველები, ნერვოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ეხმარებიან.
8. შოტლანდიაში კატას, სახელად ტაუზერს ძეგლი დაუდგეს, რადგან მან, Glennturret-ის ვისკის ქარხანაში თავისი 24 წლიანი «მუშაობის» პერიოდში, თითქმის, 30 ათასი (28 899) თაგვი დაიჭირა. 9. ლავიწის განსაკუთრებული აგებულების გამო, კატას ვიწრო ხვრელში შეძვრომა და ფარდის კარნიზებზე სიარული შეუძლია.
11. კატის კლანჭები ყოველთვის ერთ მხარეს არის მიმართული. ამიტომ, მას ხეზე ასვლა შეუძლია, ჩამოსვლა კი, არა. 12. კატას დიდი ზომის საკვების დაღეჭვა არ შეუძლია, რადგან მის ყბები მხოლოდ ერთი მიმართულებით – ზევით–ქვევით მოძრაობს.
14. კატას წინა თათებზე კლანჭები უფრო წვეტიანი აქვს, ვიდრე უკანაზე. 15. საკვების ნორმალურად მონელებისთვის, ის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივი ან ცხელი საკვები კატისთვის, შეიძლება, ფაღარათის მიზეზი გახდეს. არხის სხვა სიახლეები:
1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად 3. ნობელის პრემიის ლაურეატმა პანდემიასთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა 4. როდესაც პარამეტრები არაფერს ნიშნავს! – ვარსკვლავები მოდელების წინააღმდეგ (25 ფოტო)
772 5-ს მოსწონს
|