სხვა ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ 2016, 8 სექტემბერი, 10:15 ისტორია სავსეა საოცარი მოვლენებით, რომლის დაჯერებაც საუკუნეების შემდეგ საკმაოდ რთულია, ზოგჯერ კი წარმოუდგენელიც. სტატიაში მოგიყვებით იმ ისტორიული ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი პირველი ათასწლეულის დასაწყისში ჰქონდა. 1. დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 231 მილიონ ადამიანს შეადგენდა პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტი ციფრის გაგება, თუმცა ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით იმ პერიოდში დედამიწაზე დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილები ჩამოყალიბდა განგის, ტიგროსის, იანძის, ნილოსისა და პოს მიმდებარე ტერიტორიებზე. 2. რომი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იყო ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში მისი მოსახლეობა დაახლოებით 800 000 და 1 მილიონს შორის მერყეობდა. ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ და უდიდეს ქალაქად. უდიდესი ნაწილი ამ ეპოქის უძველესი ცივილიზაციის შესახებ ჩვენთვის რომის მმართველობის პერიოდში დაწერილი ისტორიიდან გახდა ცნობილი. 3. გავრცელებული იყო ადრეული ქორწინება 4. პირველი სავაჭრო აპარატებიდან წმინდა წყალი იყიდებოდა
ქალი იშვიათად იყო ეკონომიურად დამოუკიდებელი. მისი შემოსავალი გადაეცემოდა უშუალოდ მამას ან ქმარს, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. იურიდიულად ქალს არ შეეძლო ქმარს გაყროდა, მაშინ როდესაც ქმარს ამის სრული უფლება ენიჭებოდა. მეორეს მხრივ, ქმარი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ შეძლებდა ცოლის გამოსყიდვას იმ შემთხვევაში თუ ის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა. 6. მე-II საუკუნეში ჩატარებული აღწერის თანახმად ჩინეთის მოსახლეობა 57 671 400 ადამიანს შეადგენდა ითვლება, რომ ყველაზე უძველესია დღემდე შემონახულ მოსახლეობის აღწერებს შორის, რომელიც ხანის დინასტიის (ძვ. წ. 206 წლიდან ახ. წ. 220 წლამდე) მიერ გაკეთდა იმ მიზნით, რომ შემოსავალი და სამხედრო ძალა განესაზღვრათ თითოეულ რეგიონში. ასე რომ, I საუკუნეშიც კი ჩინეთში დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლობდა. 7. ადამიანებმა თანამედროვე წიგნების ათვისება დაიწყეს პირველ საუკუნემდე, უდიდესი ნაწილი იქიდან რაც იწერებოდა, პერგამენტზე აღმოაჩენდით. I საუკუნის დასაწყისიდან კი ახალი პრაქტიკა დაინერგა–ხის ფირფიტების აკინძვა, რომელსაც კოდექსს უწოდებდნენ. იყო წიგნის წინამორბედი და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მას შემდეგ, რაც ბიბლიის გადასაწერად გამოიყენეს. ეს საქმე პირველმა რელიგიურმა დაჯგუფებამ – ქრისტიანებმა ითავეს. 8. ქალაქისა და სოფლის ეკონომიკა სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რა თქმა უნდა, დღემდე არსებობს განსხვავება ფასებში ქალაქსა და სოფელს შორის, თუმცა, ეს სხვაობა ვერ შეედრება იმას, რაც I საუკუნეში იყო. მაგალითად, ხილი 3-6 -ჯერ მეტი იყო იერუსალიმში, ვიდრე მის მახლობელ სოფლებში. შინაური ცხოველებიც ასევე ბევრად ძვირი ღირდა ქალაქში; მტრედებიდან კი, რომელთაც მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ, ძალიან დიდ მოგებას ნახულობდნენ. 9. სამსახურის მერე მამაკაცები დროს საზოგადო აბანოებში ატარებდნენ
10. უცნაური პროფესიები შეხვდებოდით ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორიცაა მტრედების შეჯიბრის ორგანიზატორი, ორგიების მომწყობი, ქუჩებში ძაღლის ფეკალიების შემგროვებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველ საუკუნეში ადამიანების უდიდესი ნაწილი ზიზღით უყურებდა ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობდნენ მწყემსებად, ყასბებად და ექიმებად.
მიუხედავად უკიდურესი სისასტიკისა, რომში გლადიატორული ბრძოლები საზოგადო გართობის ძალიან პოპულარული ფორმა იყო პირველ საუკუნეში. ძირითადად გლადიატორები იყვნენ დამნაშავეები, მონები, ან ტყვეები, რომელთაგანაც წარმატებულნი დიდ სიმდიდრესა და სახელს იხვეჭდნენ. 12. ფეხბურთის ნაცვლად ხალხი ეტლით რბოლაზე დადიოდა ისევე როგორც გლადიატორული ბრძოლები, ეტლით რბოლა სახიფათო და სისხლიან სპორტის სახეობად ითვლებოდა, რომელიც ხშირად ცხენოსანის ან ცხენის სიკვდილით მთავრდებოდა. თუმცა, ეს ფატალური ფაქტი შეჯიბრს უფრო პოპულარულს ხდიდა. მასზე დასასწრებად რომის ერთ-ერთ უძველეს სტადიონზე 200 000 ფანატი იკრიბებოდა თავისი რჩეულის საგულშემატკივროდ. 13. უკვე მაშინ არსებობდა ტერორიზმი
პირველ საუკუნეში ახალდაბადებული ბავშვებიდან მხოლოდ 75% აღწევდა ერთი წლის ასაკს, 10 წლამდე კი ბავშვების 50% იღუპებოდა. ოჯახში მამა წყვეტდა ჩვილი სახლში დაეტოვებინათ თუ არა. თუ ბავშვს რაიმე ნაკლი ჰქონდა ან ოჯახს არ შეეძლო მისი შენახვა, მას ქუჩაში ტოვებდნენ, საიდანაც სხვას შეეძლო წაეყვანა და გაეზარდა როგორც მონა ან მსახური. 15. მოდაში იყო ტუნიკისა და ტოგის ტარება 791 14-ს მოსწონს
|