სხვა რისთვის იყენებდნენ ტამპლიერები და მასონები რეგალეირას ციხე-სიმაგრეს 2016, 11 მარტი, 10:10 კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე (Quinta da Regaleira) მდებარეობს პორტუგალიაში, სინტრას ისტორიულ ცენტრთან ახლოს. წარმოადგენს თვალწარმტაც ადგილს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და აღფრთოვანებას გამოხატავს ამ უნიკალური არქიტექტურული შედევრის მიმართ, რომელიც გოტიკურ, ეგვიპტურ, მავრიტანულ და რენესანსული სტილის ნაზავს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაგებობა მიწის ქვეშ მდებარეობს – ეს არის ორი სპირალური ჭა, რომელიც ღრმად ჩადის მიწაში. ჭები არასოდეს გამოუყენებიათ დანიშნულებისამებრ – წყლის მოსაგროვებლად და როგორც ჩანს მშენებლობისას, არც ამის განზრახვა ჰქონიათ. ამ იდუმალ მიწისქვეშა კოშკებს თავიდანვე საიდუმლო რიტუალების შესასრულებლად იყენებდნენ. კინტა და რეგალეირას მამული არქეოლოგიური ადგილია, რომელიც თარიღდება ადრული ნეოლითით (V ათასწლეული ძვ.წ.აღ.) და გრძელდება რკინის ხანამდე ( IV-II საუკუნეები ძვ. წ. აღ.). რომაელების მიერ რეგიონის ოკუპაცია დაიწყო ძვ.წ.აღ II საუკუნის შუა ხანებში, მოგვიანებით კი მავრებმა დაიპყრეს. სინტრა საბოლოოდ პორტუგალიის მეფე აფონსო I ბურგუნდიელს დაუთმეს ლისაბონის დაპყრობის შემდეგ 1147 წელს. მან ააშენა ძალიან შთამბეჭდავი სამეფო სასახლე, რომელიც მეფის საზაფხულო რეზიდენცია იყო XVI საუკუნის ბოლომდე. ტამპლიერების განადგურების შემდეგ 1312 წელს, მიწები ქრისტეს ორდენს გადაეცა. XV საუკუნის ბოლოს, სინტრა ასოცირდებოდა პორტუგალიის დედოფალ ლეონორის სახელთან.
კინტა და რეგალეირა მამულია, რომელიც შედგება სასახლისა და ეკლესიისგან თავისი დახვეწილი დეკორის ელემენტებით, რომელიც მოიცავს ფრესკებს, ფერადი შუშის ფანჯრებს, უმშვენიერეს ქანდაკებებს. მამულში აღმოაჩენთ ტბებს, გროტებს, ფანტანებს, ჭებს, ფართო და იდუმალ გვირაბთა სისტემას, რომელიც უკავშირდება ორ სპირალურ ჭას. ჭის ძირში, ტამლიერების რაინდთა ჯვარზე კომპასია, რომელიც მონტეიროს როზენკროიცერობის ნიშნად მიიჩნევა. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდნენ აღნიშნულ ჭებს და კონკრეტულად რა ხდებოდა აქ, თუმცა ნათელია, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდებოდა დაგეგმვასა და აგებას. 447 12-ს მოსწონს
|