x
image
Lerato
ალბერტ აინშტაინი: "დამთხვევა – ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს." 5 დაუჯერებელი ამბავი

image


იმას, რასაც ზოგიერთი ადამიანი საოცარ დამთხვევას უწოდებს, სხვები "სინქრონულობას" ეძახიან. სინქრონულობა ეს არის გააზრებული დამთხვევა. აქ შემოგთავაზებთ ისტორიებს, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ თქვენი წარმოდგენები დამთხვევებზე. ყველა ქვემოთ მოთხრობილი ამბავი არის ნამდვილი. მათემატიკური თვალთაზრისით ეს შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია რომ მოხდა. იქნებ აქ კიდევ სხვა რამეს აქვს ადგილი? როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა გენიოსმა, ალბერტ აინშტეინმა თქვა: "დამთხვევა – ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს."

1. ბატონი ჯორჯ დი ბრაისონის დაუჯერებელლი ამბავი

image

1953 წელს ბატონი ჯორჯ დი ბრაისონი ჩავიდა ქალაქ ლუისვილში, კენტუკის შტატში და დაბინავდა სასტუმრო "ბრაუნის" 307-ე ოთახში. როდესაც ბარგი ამოალაგა, სასტუმროს მისაღებისკენ გაემართა რათა ენახა, ვინმემ მისთვის წერილი ან შეტყობინება
ხომ არ დატოვა. ადმინისტრატორმა გადასცა მას წერილი, რომელზეც ეწერა ბატონი ჯორჯ დი ბრაისონი, 307-ე ოთახი. ამაში უცნაურობა ის იყო, რომ წერილი მისთვის არ იყო განკუთვნილი. ის სხვა ბატონი ჯორჯ დი ბრაისონისთვის იყო, რომელსაც 307-ე ოთახი მასზე წინ ეკავა.
წიგნიდან – "დაუჯერებელი დამთხვევები: სინქრონულობის რთული სამყარო". ავტორი –ალან ვოგენი.

2. სასტუმროს საიდუმლოებები

image

1953 წელს რეპორტიორი სახელად ირვ კუპცინეტი ჩავიდა ლონდონში, რათა დასწრებოდა დადოფალ ელისაბედ II კორონაციას. ის გაჩერდა ძალიან ძვირფას სასტუმრო "სავოიში". საწოლთან მდგარი ტუმბოს ერთერთ უჯრაში მან იპოვა რამოდენიმე ნივთი. ყველა მათგანზე ეწერა სახელი ჰარი ჰანინი. ეს ფაქტი საინტერესო იყო იმით, რომ ირვი კარგად იცნობდა ჰარის, უფრო მეტიც, ის მისი მეგობარი იყო. ორი დღის შემდეგ რეპორტიორმა დაურეკა მას და ჰკითხა, თუ ოდესმე გაჩერებულა ის სასტუმრო "სავოიში". ჰარიმ დაუდასტურა და სანამ ირვი უჯრაში აღმოჩენილ ნივთებზე ეტყოდა რამეს, ჰარიმ უთხრა, რომ ორი დღის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა პარიზში, სასტუმრო "ლე მორისში", მან კარადის ერთ-ერთ უჯრაში აღმოაჩინა ჰალსტუხი წარწერით ირვ კუპცინეტი.
ეს ისტორია მოთხრობილია წიგნში "ამოუხსნელი საიდუმლოებები".

3. ტყუპების წარმოუდგენელი ისტორია


image
ტყუპებს ზოგჯერ გასაოცარი ისტორიები აქვთ, მაგრამ ახლა რასაც მოგიყვებით გაგაოგნებთ. ტყუპი ბიჭები დაბადებისთანავე დააშორეს და გააშვილეს. ბიჭების ახალი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც არასდროს შეხვედრილან ერთმანეთს. ორივეს უთხრეს, რომ მათ ჰყავდათ ძმა. ორმოცი წლის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, ჯეიმსმა, გადაწყვიტა მოეძებნა თავისი ტყუპისცალი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მან იპოვა ის და აი რა გაიგო მის შესახებ:

1. მისი ძმის მშობლებმა დაარქვეს თავიანთ აყვანილ შვილს ასევე ჯეიმსი.

2. მიუხადავად იმისა, რომ ეს ორი ჯეიმსი არასოდეს შეხვედრილან ერთმანეთს, ისინი მსახურობდნენ სამართალდამცავ უწყებაში.

3. ორივე მათგანს ჰქონდა ბრწყინვალე ტალანტი დურგლობასა და ხაზვაში.

4. ისინი დაქორწინდნენ ქალებზე, რომელთაც ერთი და იგივე სახელი, ლინდა, ერქვათ.

5. ორივეს შეეძინა ვაჟი. ერთმა დაარქვა ჯეიმს ალანი, მეორემაც დაარქვა ჯეიმს ალანი.

6. ორივე ტყუპი განქორწინდა და მერე ხელახლა დაქორწინდა ისევ თანამოსახელე ქალებზე. ორივეს ერქვა ბეტი.

7. და ბოლოს, ორივეს ჰყავდა ძაღლი სახელად თოი.

ორმოცი წლის შემდეგ, ვერცერთი იჯერებდა ასეთ განსაცვიფრებელ დამთხვევებს. ეს ამბავი არის ჟურნალიდან "რიდერს დაიჯესტი" –1980 წელი.

4. ამერიკელი ქალბატონი პარიზში


image
1920 წელს ამერიკელი მწერალი ანა პერიში და მისი მეუღლე პარიზში იმყოფებოდნენ დასასვენებლად. ერთ-ერთი წიგნების მაღაზიაში ანას ხელში მოხვდა მისი, განსაკუთრებულად საყვარელი წიგნი, "ჯეკ ფროსტი და სხვა ისტორიები". ანამ ქმარს მოუყვა, რომ მისმა მშობლებმა ასეთი წიგნი ბავშობაში აჩუქეს და მასთან საოცარი მოგონებები აკავშირებდა.
მეუღლემ აიღო წიგნი და გადაშალა. მის შიგნითა ყდაზე შემდეგი წარწერა იყო: "ანა პერიში, ვებერის ქუჩა 209, კოლორადო სფრინგსი". წარწერა ანას ხელით იყო გაკეთებული. ეს ზუსტად ის წიგნი იყო, რომელიც წლების წინ საჩუქრად მიიღო.

5. მეფის ორეული


imageმეთვრამეტე საუკუნეში, იტალიის მეფე უმბერტო, მონცას ერთ-ერთ რესტორანში გენერალ ემილიო პონზია ვაგლიასთან ერთად სასადილოდ შევიდა. როდესაც რესტორნის მეპატრონემ მათგან შეკვეთა მიიღო, მეფემ შეამჩნია, რომ მათ შორის საოცარი მსგავსება იყო. მათ დაიწყეს საუბარი და გაარკვიეს რომ ორივე დაიბადა 1844 წლის 14 მარტს ერთსა და იმავე ქალაქში. ორივემ ცოლად მოიყვანა ქალი სახელად მარგარიტა. მეპატრონემ რესტორანი გახსნა ზუსტად იმ დღეს, როცა უმბერტო მეფედ აკურთხეს.
რამოდენიმე წლის შემდეგ, 1900 წლის 29 ივლისს, მეფეს შეატყობინეს, რომ რესტორნის მფლობელი გარდაიცვალა. როგორც კი უმბერტომ თქვა, თუ როგორ წუხდა ის ამ ფაქტის გამო, მას სამჯერ ესროლა ერთმა ანარქიტმა სახელად გაეტანო ბრეშიმ და სასიკვდილოდ დაჭრა. მეფე უმბერტო დაკრძალეს რომის პანთეონში.




2
1874
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1874
  
2015, 23 დეკემბერი, 21:16
დიდი მადლობა, მაკა, ჩემო კარგო
2015, 23 დეკემბერი, 19:36
ძალიან საინტერესო იყო ლეელ, ძალიან გავაზიარე
0 1 2