x
image
Lerato
რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში

image


ყველა ეს ისტორია არის იმ მოჩვენებებზე, რომლებიც დღესაც კი არსებობენ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი ბრიტანეთის სხვადასხვა ციხესიმაგრეებსა თუ სახლებში. ვინ არიან ეს მოჩვენებები? სად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ? რა ვიცით მათზე?


1. დანსტენბოროს ციხესიმაგრე (Dunstanburgh Castle)

ნორტუმბერლანდი (Northumberland)


image
ეს 14-ე საუკუნის ციხესიმაგრე მდებარეობს ერთ პატარა მეთევზეთა სოფელ ქრასთერში (Craster), ნორტუმბერლანდში. ამ ციხესიმაგრის ნანგრევებს აღმოაჩენთ კლდის თავზე, ოცდაათი წუთის სავალზე სანაპიროს გასწვრივ. უამრავი ვიზიტორი ამტკიცებს, რომ მათ დაინახეს 16-ე საუკუნის კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცის მოჩვენება, რომელიც დახეტიალობდა დანსტენბოროს მიდამოებში. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის სერ გაის აჩრდილი, რომელიც ცხოვრობდა იქ ოთხი საუკუნის წინ. ისტორია მოგვითხრობს, რომ ერთ დღეს სერ გაი სახლში დაბრუნდა და უეცრად ჩირაღდანი მოეჩვენა. ის მიყვა მის აჩრდილს, სანამ ჩირაღდანი კოშკის ზედა სართულზე, ერთ პატარა ოთახთან არ გაჩერდა. კარი დაკეტილი იყო, მაგრამ როდესაც სერ გაიმ გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა, დაინახა მშვენიერი ქალბატონი. ჩირაღდანმა არჩევანი შესთავაზა - მახვილი და ბუკი, რომელთა საშუალებითაც ის ქალის გადარჩენას შეძლებდა. სერ გაიმ ბუკი აირჩია და ჩაბერა დასახმარებლად რომ მოეხმო; თუმცა საუბედუროდ ქალიც და ჩირაღდანიც მოულოდნელად გაუჩინარდნენ. სერ გაიმ ვერ აპატია საკუთარ თავს ეს შეცდომა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. (ღიაა ყოველდღე 10-დან 18 საათამდე).



2. სკარბოროს ციხესიმაგრე (Scarborough)


იორქშირი (Yorkshire)


image
ეს 12-ე საუკუნის ციხესიმაგრე პატარა ქალაქ სკარბოროში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. სკარბორო ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი კურორტია. დამსვენებლები აქ 17-ე საუკუნიდან მოყოლებული დადიან. ამ სასახლის ვიზიტორების მტკიცებით, მათ დაინახეს შავებში ჩაცმული მამაკაცის აჩრდილი; ზოგიერთი იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ მოჩვენება შეეცადა ხელი ეკრა მათთვის და გადაეგდო ციხესიმაგრის ქონგურებიდან. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ეს არის ლორდ პირს გავესტონის აჩრდილი, რომელიც 14-ე საუკუნეში ცხოვრობდა. ის იყო მეფე ედვარდ II საყვარელი და ქონდა უდიდესი გავლენა მეფეზე. ეს ყოველივე დიდ შურსა და აღშფოთებას იწვევდა სხვა ლორდებში. რამოდენიმე წლის შემდეგ მეფის წინააღმდეგ აჯანყება მოხდა, პირსი შეიპყრო უორიკის გრაფმა და თავი მოკვეთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში 1312 წ. ეს იყო საზარელი სიკვდილი და მისი წამებისას ნახსენებია ცხელი ცეცხლის საჩხრეკი... დანარჩენს თქვენს წარმოსახვას მივანდობთ. (ღიაა ყოველდღიურად 10-დან 18 საათამდე).


3. მაგდალენის კოლეჯი (Magdalen College)

ოქსფორდი (Oxford)


image
არცერთი მოგზაურობა ინგლისში არ იქნება სრულყოფილი თუ არ ესტუმრებით ოქსფორდს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საუნივერსიტეტო ქალაქს. ოქსფორდის უნივერსიტეტი შედგება ბევრი სხვადასხვა კოლეჯისგან, ერთ-ერთი მათგანი მაგდალენია. აქ აღმოაჩენთ დიდებულ შუასაუკუნეების კოშკს და დახურულ არკადებს უცნაური და გროტესკული ქვის ფიგურებით საყრდენების თავზე. ეს არის კოლეჯი, სადაც ირლანდიური ლიტერატურის გენიოსი ოსკარ უაილდი სწავლობდა; და ასევე ეს არის სახლი იდუმალი მოჩვენებებისა. კოლეჯის სტუდენტები ამტკიცებენ, რომ დაინახეს არკადებში მოსიარულე მოჩვენება. 1968 წელს სტუდენტმა დაინახა ადამიანის გამოსახულება, რომელიც გაუჩინარდა. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა 1987 წლის თებერვალში, უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი მის ოთახში გამოაღვიძა უცნაურმა ხმაურმა. თვალის გახელისას მან დაინახა მოჩვენება, რომელიც დახრილიყო მის თავზე და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. რადგანაც გოგონა ინგლისური ენის საწყის დონეს სწავლობდა, დარწმუნებული არ იყო იმაში თუ რა უთხრა სულმა. ის გამოიქცა ოთახიდან და მომხდარი ფაქტის შესახებ შეატყობინა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. მისი ჩივილი იმდენად სერიოზულად მიიღეს, რომ მღვდელიც კი მოიყვანეს ოთახის საკურთხევლად. თუმცა გოგონამ მალევე გამოიცვალა ოთახი. ამბობენ რომ ეს იყო სტუდენტის მოჩვენება, რომელიც ცხოვრობდა 17-ე საუკუნეში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, იმის გამო რომ გამოცდებზე ჩაიჭრა. ( ეს 15-ე საუკუნის კოლეჯი ღიაა სტუმრებისთვის ზაფხულის განმავლობაში 12 -დან 18 საათამდე).

4. უიტბის სააბატო (Whitby Abbey)

იორქშირი (Yorkshire)


image
უიტბი არის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ქალაქი მშვენიერი სათევზაო ნავსადგურითა და 7-ე საუკუნის სააბატოთი. უიტბი ნახსენებია ბრემ სტოკერის რომანში, "დრაკულა"; ეს არის ადგილი სადაც დრაკულა ჩამოვიდა.
ეს სააბატო ქრისტიანობის ერთ-ერთი საკვანძო ცენტრი იყო 7-ე საუკუნის მანძილზე. ის დაარსდა როგორც მონასტერი 657 წელს წმინდა ჰილდას მიერ; აქ დაადგინეს აღდგომის თარიღი, მიიღეს რომაული ეკლესიის წეს-ჩვეულება და გავლენა უფრო მეტად ვიდრე კელტური ეკლესიისა.
ვიზიტორები ამტკიცებენ რომ მათ დაინახეს წმინდა ჰილდას მოჩვენება ერთ-ერთ ფანჯარაში. ამას გარდა აქ ბინადრობს კიდევ ერთი მოჩვენება, კონსტანცა დე ბევერლი, რომელსაც შეუყვარდა რაინდი სახელად მარმიონი და დაარღვია უბიწოების აღთქმა. მის დასასჯელად საწყალი კონსტანცა საკანში წაიყვანეს, კარი აგურით ამოქოლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. (სააბატოს ნანგრევების მონახულება შეგიძლიათ ყოველდღიურად 10-დან 18 საათამდე)


4
824
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
824
  
2017, 28 თებერვალი, 21:07
დიდ მადლობა, შეფასებისთვის :) ნამდვილად, დიდ ბრიტანეთში ძალიან მიმზიდველი სოფლები აქვთ. მეც ვიცხოვრებდი, მხოლოდ ამ ციხესიმაგრეებისგან მოშორებით :D
2017, 28 თებერვალი, 14:35
მაგარი სტატია, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ძალიან პატარა ქალაქში ან სოფელში
2015, 29 ოქტომბერი, 20:48
დიდი მადლობა, ნათია, გაიხარე :)
2015, 29 ოქტომბერი, 18:59
ბრავო, ძალიან საინტერესო სტატიაა, იმდენად მომეწონა, რომ გავაზიარე კიდეც. :)
0 1 4