x
image
worldsport.ge
ბათუმში სტადიონს ესპანური კომპანიის პროექტით ააშენებენ

imageბათუმში საფეხბურთო სტადიონს ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით ააშენებენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, კონკურსში, რომელშიც 11 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებული 17 მარტს ბათუმის ყინულის სასახლეში გამოავლინა.
სტადიონი 20000 ადამიანზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონ ლარად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ლარის დევალვაციის გამო, შესაძლოა თანხა 4-5 მილიონი ლარით გაიზარდოს. პროექტის მოსამზადებლად 650000 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობის დაწყება სექტემბრისთვისაა გათვალისწინებული.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
190
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0