x
image
worldsport.ge
ფიფა “რეალს” 2,5 მილიონ ევროს აუნაზღაურებს

imageმადრიდის “რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ სამი ხედირას, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.
AS-ის ინფორმაციით, რადგან 26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო მატჩისას მიიღო, “სამეფო კლუბს” ფიფასგან კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა, ეს მათთვის დიდი შეღავათი ვერ იქნება.
გაცდენილი დღეებისა და ფეხბურთელის ხელფასიდან გამომდინარე, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ საკომპენსაციო თანხა გამოითვალა და უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ “რეალი” 2, 5 მილიონ ევროს მიიღებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0