x
image
worldsport.ge
"ვესტ ჰემმა" სახო დაიმატა

imageსენეგალის ეროვნული ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი დიაფრა სახო, კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ცენტრალურმა თავდამსხმელმა ინგლისელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაუხადა "ვესტ ჰემმა" ფრანგებს.
24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში, "მეცს" ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. სენეგალელმა ფორვარდმა ლიგა 2-ში 20 გოლი გაიტანა და საფრანგეთის მეორე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0