ლონდონის “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი გუნდში კრიზის არსებობას უარყოფს, არადა უკანასკნელ შვიდ მატჩში “ჩაქუჩებმა” მხოლოდ ორი ქულის აღება მოახერხეს.
“კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და მერწმუნეთ, ჩვენი საუბრის თემები მკვეთრად განსხვავდება ჟურნალისტების მოსაზრებებისგან. გუნდი რომ კრიზისში იყოს, მე უკვე დამითხოვდნენ. კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა და ვაპირებ, რომ “ვესტ ჰემი” გასავარდნი ზონიდან გამოვიყვანო” - განუცხადა Sky Sports-ის ჟურნალისტს ელერდაისმა.
59 წლის სპეციალისტი წარუმატებლობის მიზეზად ტრავმებს ასახელებს. ამის გამო “ვესტ ჰემმა” დაცვის ხაზის სამი მოთამაშე უკვე დაკარგა - ჯეიმს კოლინზი, უინსტონ რიდი და ჯეიმს ტომკინსი.
“ახლა “ვესტ ჰემის” ძირითად შემადგენლობაში დაახლოებით 14 მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, იძულებლნი ვართ ყურადღება მივაქციოთ ახალგაზრდულ გუნდს. მათ არცთუ ცუდად ვიცნობთ, რადგან ამ გუნდს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვაკვირდებოდი” - დაამატა ელერდაისმა.
20 ტურის შემდეგ “ვესტ ჰემს” მხოლოდ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილს იკავებს.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge