მადრიდის “რეალმა” იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც მზად არის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეელიოს. ამის შესახებ, ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
ჩამონათვალში მოხვდნენ მეკარე ანტონიო ადანი (მის სანაცვლოდ “სამეფო კლუბი” 2 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს), მცველები ფაბიუ კოენტრაუ (18 მილიონი) და პეპე (20 მილიონი), ნახევარმცველები ანხელ დი მარია (25 მილიონი), კაკა (10 მილიონი) და თავდამსხმელი გონსალო იგუაინი (30 მილიონი). თუ ზაფხულში “რეალმა” ხსენებული ფეხბურთელები გაყიდა, 105 მილიონ ევროს მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “რეალის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს “ჩელსიში” დაბრუნება გადაწყვეტილია.
www.worldsport.ge