x
image
worldsport.ge
“მანჩესტერმა” პსჟ-ს იანუზაი არ მიყიდა

imageინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი “წითელ ეშმაკებში” დარჩება.
The Guardian-ის ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 18 წლის ფეხბურთელის შეძენა ფრანგულ გრანდ პსჟ-ს სურდა, მაგრამ ინგლისელებმა პარიზელებს უარი შეუთვალეს.
“მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ იანუზაის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდება და შესაბამისად, კლუბი მისი გასხვისებით დაინტერესებული არაა.
იანუზაიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0