x
image
worldsport.ge
თარგამაძე “ილიჩივეცის” დუბლებიდან პირველ გუნდში დააბრუნეს

imageროგორც იცით, დავით თარგამაძეს “ილიჩივეცში” ზამთრის მოსამზადებელი შეკრება გაუცდა და ამის გამო, მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა დუბლებში გადაიყვანა. თარგამაძე წლეულს სისტემატურად დუბლებში თამაშობს და ძირითად გუნდში, ანუ უკრაინულ პრემიერლიგაში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.
პავლოვმა განაცხადა, რომ დავითი ძირითადებში დააბრუნა და უახლოეს ტურში, “ვოლინთან” შესაძლოა, ათამაშოს:
“თარგამაძე სამშაბათიდან პირველ გუნდთან ერთადაა და ემზადება. დუბლებში ჩატარებული მატჩების შემდეგ, ის ოპტიმალურ კონდიციებს მიუახლოვდა. ჩვენი დუბლების მატჩებს რეგულარულად ვესწრები და დავითის თამაშსაც ყურადღებით ვაკვირდებოდი. ნანახით და ფეხბურთელთან საუბრიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ პირველ გუნდში დამებრუნებინა. მან, შესაძლოა, “ვოლინთან” სასტარტოშიც ითამაშოს”.


ილია ნანობაშვილი


www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0