x
image
worldsport.ge
"პორტუმ" ფონსეკა დაითხოვა

imageპორტუგალიურმა “პორტუმ” მთავარ მწვრთნელთან, პაულუ ფონსეკასთან თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტა. ამის მიზეზი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებია.
პაულუ ფონსეკამ “პორტუ” 2013 წლის ივნისში ჩაიბარა, როდესაც მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო ევროპის ლიგის 1/16-ფინალში, მათ “აინტრახტი” გაჭირვებით დაამარცხეს. ამას ისიც ემატება, რომ გუნდს, პორტუგალიის ჩემპიონატში, უკვე 4 თამაშია არ მოუგია. შედეგად, მე-3 ადგილზე მყოფი “პორტუ” ლიდერ “ბენფიკას” 9 ქულით ჩამორჩება.
“პორტუს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლუის კასტრო დაინიშნა, რომელიც, აქამდე, პორტუგალიელთა მე-2 გუნდში მუშაობდა.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0