x
image
worldsport.ge
ეტოო “პსჟ”-სთან საეჭვოა

image“ჩელსის” კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ შესაძლოა “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვოს. ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთელი თამაშისთვის სრულყოფილად მომზადებას სავარაუდოდ ვერ მოასწრებს, თუმცა ამის შანსს ჯერჯერობით ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, ეტოომ ტრავმა პრემიერლიგის 31-ე ტურში მიიღო, ლონდონის “არსენალთან” შეხვედრაში და მინდორი მე-10 წუთზე დატოვა.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0