x
image
worldsport.ge
ლაშა დვალის რედინგული ამბები

imageუკვე თვენახევარია, 18 წლის ლაშა დვალი ინგლისურ "რედინგშია" და გუშინწინ 21-წლამდელთა ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა. "შრიუსბერისთან" 4:1 მოგებულ შეხვედრაში ბოლო 15 წუთი გაატარა მინდორზე. დვალმა გასულ წელს რიგის "სკონტოში" ითამაშა, თუმცა "რედინგთან" კონტრაქტი ზაფხულში უკვე გაფორმებული ჰქონდა.
"მსოფლიო სპორტი" დვალს დაუკავშირდა:
- გეცოდინებათ, ტრავმა მქონდა და ამის გამო 19-წლამდელებეშიც გამიცდა მატჩები. დაახლოებით ერთი თვის წინათ დავიწყე ვარჯიში "რედინგის" 21-წლამდელებში. რადგან ახალი მოშუშებული მაქვს ტრავმა, მწვრთნელმა დიდად არ დამტვირთა და ბოლო 15 წუთი მათამაშა. ფეხი ცოტა ისევ მაწუხებს, მაგრამ რა შედარებაა, ახლა უკეთ ვგრძნობ თავს.
- ეს თქვენი პირველი მატჩი იყო ინგლისში?
- 21-წლამდელებში პირველი იყო, შარშან კი 18-წლამდელებში მაქვს ნათამაშევი.
- ჯერ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ მაინც: ამ ეტაპზე "რედინგის" ძირითად გუნდში თამაშის უფლება გაქვთ?
- ოფიციალურ მატჩებს ვერ ჩავატარებ, რადგან ევროკავშირელი თუ ხარ და ეროვნულ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი არ ჩაგიტარებია, უფლება არ გაქვს. თუმცა, რაღაც სხვა ფორმები არსებობს და თუ საჭირო იქნება, ალბათ, გამონახავენ. ეს უკვე მე არ მეხება. "რედინგი", ალბათ, მალე გამანათხოვრებს.
- სად?
- ჯერ არ ვიცი. 14 იანვარს კიდევ მაქვს 21-წლამდელებში თამაში და შემდეგ გაირკვევა. ალბათ, 20 იანვრამდე გადაწყდება. ჯერ არ ვიცი, სად გამიშვებენ იჯარით.
- ხომ არ გიჭირთ ინგლისში? მაინც სულ სხვა დონეა, სხვა გარემო.
- გაჭირვებით არა. აქ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს, პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა და ეს მეც ვვითარდები. ერთადერთი ისაა, რომ მარტო მე ვარ ქართველი. ქალაქში არავინ შემხვედრია ჩვენიანი.
- "რედინგის" 21-წლამდელებში მარცხენა ცენტრალურ მცველად მოგიაზრებენ თუ მარცხენა განაპირა მცველად?
- მაგალითად, ამ ამხანაგურში ცენტრალურ ნახევარმცველად მათამაშა. ისე კი, მარცხენა განაპირა მცველად მირჩევნია. სიმაღლის მიუხედავად, ამ პოზიციაზე ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს. ჩემი აზრით, ამ პოზიციაზე უფრო კარგად გამომდის თამაში.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0