x
image
worldsport.ge
ბუსკეტსი დაშავდა

imageკატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა, ესპანეთის თასზე “ვილიარეალთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში სერიოზული ტრავმა მიიღო.
პირველ ტაიმში ტომას პინამ 26 წლის ფეხბურთელს უხეშად ჩაარტყა, რის შემდეგაც “ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა დამოუკიდებლად მოედანი ვეღარ დატოვა და ექიმებმა ის imageსაკაცით გაიყვანეს.
“ბუსკეტსის ტრავმა უსიამოვნო სიახლეა. ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია და დაზიანების ზუსტ ხარისხს მხოლოდ რამდენიმე დღეში დაადგენენ. მაშინ გაირკვევა დაბრუნების ზუსტი ვადებიც”, - განაცხადა ნამატჩევს “ბარსელონას” მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.
მიმდინარე სეზონში სერხიო “ბარსელონას” შემადგენლობაში 30 თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ მან კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsort.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0