იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო აცხადებს, რომ ჩეზარე პრანდელის გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება და ფინალში გასვლის შანსი აქვს.
"იტალიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა ეტაპამდე გააღწევს პრანდელის გუნდი, თუმცა ვიმედოვნებ, იტალიელები ფინალში ითამაშებენ. გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს და ფავორიტობა შემდეგ მატჩებშიც უნდა დაამტკიცონ. პრანდელის ჩემი რჩევა ნამდვილად არ სჭირდება. მან დაამტკიცა, რომ შეუძლია გუნდი მუნდიალისთვის კარგად მოამზადოს." - განაცხადა დელ პიერომ.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge