ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა. ესპანურმა პრესამ ეს დღეს გამოაცხადა. 63 წლის სპეციალისტს მხარს უჭერდა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი, თუმცა თავად დელ ბოსკე ყოყმანობდა. საბოლოოდ, მან თანხმობა განაცხადა.
მართალია, “ფურია როხამ” ამ მუნდიალზე ფიასკო განიცადა და ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ დელ ბოსკეს სჯერა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები დიდებას დაიბრუნებს.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge